თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი ფიჩინგ უორქშოპისთვის განაცხადების მიღებას იწყებს
 →  → 
კინოფესტივალი მედიაში
2018-11-05

თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი ინდუსტრიული დღეების ფარგლებში იწყებს განაცხადების მიღებას სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფიჩინგ-უორქშოპისთვის.

რეჟისორისთვის ფილმის ფიჩინგის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანი უნარია. მაგრამ რა არის ფიჩინგი და რა განსხვავებაა წერილობით თუ ცოცხალ ფიჩინგს შორის? როგორ შეგიძლიათ უფრო ეფექტიანად და შემოქმედებითად მიუდგეთ ამ პროცესს და თქვენი ფიჩინგი საინტერესო გახადოთ?

ეს იმ კითხვების მცირედი ჩამონათვალია, რომლებსაც ჩვენ გამოცდილ ტუტორებთან ერთად ინდუსტრიული დღეების ფარგლებში თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალზე გავცემთ პასუხს.

უორქშოპის დროს გამოვლენილ საუკეთესო სრულმეტრაჟიანი პროექტის ავტორს გადაეცემა 5000 ლარი, ხოლო საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი პროექტის ავტორს 3000 ლარი. ორივე ფულადი ჯილდო „ქართული ფილმის განვითარების ფონდმა" დააწესა.
ორივე უორქშოპი გაიმართება ფესტივალის განმავლობაში 3-9 დეკემბერს, თუმცა უფრო ზუსტად უორქშოპის თარიღები და მისი ჩატარების ადგილი, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ვის შეუძლია განაცხადის გაკეთება? ყველა იმ ქართველ რეჟისორსა და პროდიუსერს, რომლებიც სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროექტზე მუშაობენ.

სრულმეტრაჟიანი ფილმების ფიჩინგ უორქშოპი

განაცხადის შემოსატანად აუცილებელია შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გამოგვიგზავნოთ შემდეგი მასალები ერთი PDF ფაილის სახით ჩვენი ელ-ფოსტის მისამართზე: opencall@tbilisifilmfestival.ge

• ლოგლაინი (წინადადებები, რომელიც აღწერს თქვენს ამბავს)
• სინოპსისი (3 პარაგრაფი/მაქსიმუმ ერთი გვერდი)
• Treatment (5-10 გვერდი)
• სამოტივაციო წერილი/რეჟისორის განაცხადი (რაც გამოაჩენს თქვენს დაინტერესებას ამ უორქშოპით)
• ვიზუალური ელემენტები (Moodboard, ფოტოები/ფილმის კადრები, საპრეზენტაციო მასალები)
• რეჟისორის წინა ფილმის ლინკი და პაროლი
• CV და აპლიკანტის ერთი ფოტოსურათი
• აპლიკანტის მოკლე ბიოგრაფია (რეჟისორი/სცენარისტი/პროდიუსერი)/გამოცდილება და ფილმოგრაფია (გთხოვთ მიუთითოთ თარიღები).

 


მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფიჩინგ უორქშოპი

განაცხადის შემოსატანად აუცილებელია შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გამოგვიგზავნოთ შემდეგი მასალები ერთი PDF ფაილის სახით ჩვენი ელ-ფოსტის მისამართზე: opencall@tbilisifilmfestival.ge

• ლოგლაინი (წინადადებები, რომელიც აღწერს თქვენს ამბავს)
• სინოპსისი (3 პარაგრაფი/მაქსიმუმ ერთი გვერდი)
• სამოტივაციო წერილი/რეჟისორის განაცხადი (რაც გამოაჩენს თქვენს დაინტერესებას ამ უორქშოპით)
• ვიზუალური ელემენტები (Moodboard, ფოტოები/ფილმის კადრები, საპრეზენტაციო მასალები)
• რეჟისორის წინა ფილმის ლინკი და პაროლი
• CV და აპლიკანტის ერთი ფოტოსურათი
• აპლიკანტის მოკლე ბიოგრაფია (რეჟისორი/სცენარისტი/პროდიუსერი)/გამოცდილება და ფილმოგრაფია (გთხოვთ მიუთითოთ თარიღები).


განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 12 ნოემბერი

 

მნახველთა რაოდენობა: 246