სექციაში „ევროპული ფორუმი“ გთავაზობთ
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → სექციაში „ევროპული ფორუმი“ გთავაზობთ
კინოფესტივალი მედიაში
2018-11-19

„ევროპული ფორუმი" - თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ერთ-ერთი მთავარი პროგრამაა, რომელშიც მაყურებელი ბოლო ორი წლის საუკეთესო ევროპულ ფილმებს ნახავს.

სექციაში წარმოდგენილი იქნება შემდეგი ფილმები:

„პარიზული განათლება" (A Paris Education, საფრანგეთი, 2018.) რეჟისორი: ჟან-პოლ სივეირაკი

"ომში" (At War, საფრანგეთი 2018), რეჟისორი სტეფან ბრიზე

„ცივი ომი" (Cold War, პოლონეთი/დიდი ბრიტანეთი/საფრანგეთი, 2018) რეჟისორი: პაველ პავლიკოვსკი

„ფავორიტი" (The Favourite, ირლანდია/დიდი ბრიტანეთი/აშშ, 2018) რეჟისორი: იორგოს ლანთიმოსი

„დაბადება" (Genesis, უნგრეთი, 2018) რეჟისორი: არპად ბოგდანი

„ზეციური ცხოვრება" (High Life, საფრანგეთი/გერმანია/დიდი ბრიტანეთი/პოლონეთი/აშშ, 2018) რეჟისორი: კლერ დენი

„თუნდაც ჩაგვწერონ ისტორიაში ბარბაროსებად" (I Do Not Care If We Go Down in History as Barbarians, რუმინეთი/ჩეხეთის რესპუბლიკა/საფრანგეთი/ბულგარეთი/გერმანია, 2018) რეჟისორი: რადუ ჟედუ

„სახე" (Mug, პოლონეთი, 2018) რეჟისორი: მაუგოჟატა შუმოვსკა

„დარტყმის ტალღები - სახელი: მეთიუ" (Shock Waves - First Name: Mathieu, შვეიცარია, 2017) რეჟისორი: ლაიონელ ბაიერი

„სიბელი" (Sibel, თურქეთი/საფრანგეთი/ბულგარეთი/გერმანია, 2018) რეჟისორი: გიომ ჯოვანეტი, ჩაღლა ზენჯირჯი

„მწუხარე ანგელოზი" (Sorry Angel, საფრანგეთი, 2018) რეჟისორი: ქრისტოფ ონორე

„სპიტაკი" (Spita", სომხეთი/რუსეთი, 2018) რეჟისორი: ალექსანდრ კოტი

„ლოცვა" (The Prayer, საფრანგეთი/ბელგია, 2018) რეჟისორი: სედრიკ კანი

„თარჯიმანი" (The Interpreter, სლოვაკეთი/ჩეხეთის რესპუბლიკა/ავსტრია, 2018) რეჟისორი: მარტინ შულიკი

„ოცდაათი სული" (Thirty Souls, ესპანეთი, 2018) რეჟისორი: დიანა ტოუსედო

„არ შემეხო!" (Touch Me Not, რუმინეთი/გერმანია/ჩეხეთის რესპუბლიკა/ ბულგარეთი/საფრანგეთი, 2018) რეჟისორი: ადინა პინტილიე.

ფილმების შესახებ ინფორმაციას ჩვენს ვებ-გვერდზე, პროგრამის სრულად დადების შემდეგ მოიძიებთ. თუმცა ახლა, გთავაზობთ იმ რამოდენიმე ფილმის ჩამონათვლას, რომელთაც წლევანდელ ფესტივალებზე განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურეს.

"ომში" ("At War", საფრანგეთი 2018)

ორი წლის წინ, ავტონაწილების მიმწოდებელი ქარხანა Perrin Industry და მისი 1100 თანამშრომელი, შეუერთდება გერმანულ ჯგუფ „შეფერს". თანამშრომლები ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომლის თანახმადაც მთავარი მენეჯერები და მუშები ხელფასის დაქვითვაზე თანახმა იქნებიან იმისთვის, რომ გადაარჩინონ კომპანია და, სულ მცირე, მომდევნო ხუთი წელიწადი სამსახური შეინარჩუნონ. ყველასათვის მოულოდნელად, გადაწყდება რომ კომპანია უნდა დაიხუროს. მუშები, მათი წარმომადგენლის, ერიკ ლორენის მეთაურობით, ამის წინააღმდეგ გამოდიან და ცდილობენ სამსახურის შენარჩუნებას. დოკუმენტურ სტილში გადაღებული ეს ფილმი, მთელი 2 საათის მანძილზე მაყურებელს მოვლენების მუდმივ ეპიცენტრში ამყოფებს.

სტეფან ბრიზე დაიბადა 1966 წლის 18 ოქტომბერს, რენიში (საფრანგეთი). ის საცხოვრებლად პარიზში გადავიდა, სადაც თეატრსა და ტელევიზიაში დაიწყო კარიერა. მოგვიანებით მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი ფილმების გადაღება დაიწყო. 2015 წლის ფილმმა „ადამიანის საზომი" კანის კინოფესტივალის მთავარ კონკურსზე იყო წარდგენილი.

„ცივი ომი" („Cold War", პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი 2018)

ეს არის მგზნებარე სასიყვარულო ისტორია ორ განსხვავებული წარმომავლობისა და ტემპერამენტის მქონე პიროვნებას შორის. რომლებიც ბედისწერის წყალობით, სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდებიან - 1950-იანი წლების ცივი ომის დროს პოლონეთში, ბერლინში, იუგოსლავიასა და პარიზში. ფილმმა გაიმარჯვა კანის კინოფესტივალზე ნომინაციაში „საუკეთესო რეჟისურა" და პოლონეთმა სწორედ „ცივი ომი" შეარჩია „ოსკარის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის" ნომინაციისთვის.

წარმოშობით პოლონელმა პაველ პავლიკოვსკიმ დოკუმენტური კინოს კეთება ბრიტანეთის ტელევიზიაში დაიწყო. მისმა მეორე სრულმეტრაჟიანმა ფილმმა „უკანასკნელი კურორტი" (2000) პავლიკოვსკის კრიტოკოსების საერთაშორისო აღიარება მოუტანა, მათ შორის, ტორონტოსა და სანდენსის ფესტივალებზე და 2001 წელს მან ბრიტანეთის კინო და ტელეაკადემიის ჯილდო „ბრიტანული კინოს ყველაზე იმედისმომცემი დებიუტანტი" დაიმსახურა. მომდევნო ფილმმა „ჩემი ზაფხულის სიყვარული" (2004) ალექსანდერ კორდას სახელობის პრიზი მოიპოვა, როგორც საუკეთესო ბრიტანულმა ფილმმა - ბრიტანეთის კინო და ტელეაკადემიის დაჯილდოვების ცერემონიალზე, 2005 წელს.

„ფავორიტი" (The Favourite, ირლანდია, დიდი ბრიტანეთი, აშშ 2018)

მე-18 საუკუნის დასაწყისი. ინგლისი საფრანგეთს ებრძვის. ამის მიუხედავად, გაცხარებული მიმდინარეობს იხვების შეჯიბრი და ანანასსაც არავინ იკლებს. ტახტზე ავადმყოფი დედოფალი ანა ზის, ხოლო ქვეყანას მისი ახლო მეგობარი, ლედი სარა განაგებს. როდესაც ახალი მოახლე, ებიგაილი ჩამოდის, სარა მისით იხიბლება. სარა მასზე ზრუნავს და ებიგაილსაც უჩნდება შესაძლებლობა, რომ თავის არისტოკრატულ ფესვებს დაუბრუნდეს. სარა ომისგან დაღლილია და ამ დროს ებიგაილი მას სიცარიელეს უვსებს, როგორც დედოფლის კომპანიონი.

ბერძენი რეჟისორი იორგოს ლანთიმოსი ნომინირებული იყო ოსკარზე საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის, 2016 წლის ფილმით „კობორჩხალა". ეს იყო მისი პირველი ინგლისურენოვანი ფილმი და მისი პირველი ფილმი, სადაც ცნობილი მსახიობები, მათ შორის კოლინ ფარელი და ლეა სეიდუ მონაწილეობდნენ. მისი მეორე ფილმი იყო 2009 წლის „ძაღლის კბილი", რომელმაც კანის კინოფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა და ოსკარზე იყო ნომინირებული, როგორც საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი. მის სხვა ფილმთაგან საგულისხმოა „კინეტა" (2005), „წმინდა ირმის მოკვლა" (2017, კოლინ ფარელის, ნიკოლ კიდმანის და ალიშა სილვერსთოუნის მონაწილეობით).


„სახე" (Mug, პოლონეთი, 2018)

იაცეკს უყვარს მძიმე მეტალი და თავისი ძაღლი. ის კმაყოფილია თავისი არსებობით, როგორც გზას აცდენილი მაგარი ბიჭი, რომელიც მოსაწყენ გარემოში ცხოვრობს და პოლონეთ-გერმანიის საზღვართან მშენებლობაზე თავის კუნთებს ტონუსში ამყოფებს. საზღვარზე კი ამ დროს დედამიწაზე იესოს ყველაზე დიდ ქანდაკებას აგებენ. მაგრამ მოულოდნელად მისი ცხოვრება სრულიად იცვლება სამუშაოზე უბედური შემთხვევის გამო, რომელიც მას ამახინჯებს. იაცეკი ხდება პირველი ადამიანი ქვეყანაში, რომელსაც სახის ტრანსპლანტაციას უკეთებენ. პროცესს პოლონური მედია ინტერესით ადევნებს თვალს. ის შეიძლება ეროვნულ გმირად და წამებულად ითვლებოდეს, მაგრამ უკვე ვეღარ ცნობს საკუთარ თავს სარკეში. ამასობაში, იესოს ქანდაკება სულ უფრო იზრდება.

მაუგოჟატა შუმოვსკა დაიბადა 1973 წლის 26 თებერვალს, კრაკოვში. ის არის პოლონელი კინორეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი. მისმა 2013 წლის ფილმმა „სახელით" ბერლინის 63-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე თედი მიიღო, როგორც საუკეთესო სრულმეტრაჟიანმა ფილმმა, ხოლო სტამბულის 32-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე გრან-პრი დაიმსახურა. მისი ფილმი „სხეული" ბერლინის 65-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, მთავარი კონკურსისთვის შეარჩიეს და „ვერცხლის დათვი" დაიმსახურა. 2018 წელს მან ბერლინალეზე ფილმისთვის „სახე" ჟიურის გრან-პრი მოიპოვა.

„დარტყმის ტალღები - სახელი: მეთიუ" (Shock Waves - First Name: Mathieu, შვეიცარია, 2017)

17 წლის მატიო ერთადერთია, ვინც ცნობილ სერიულ მკვლელს გადაურჩება. დაჭრილი და ტრავმირებული მატიო ცდილობს, ცხოვრება გააგრძელოს თავის ოჯახში და სოფელში. მაგრამ ყველას მხარდაჭერის მიუხედავად, ყოველდღიურობაში სიმშვიდეს ვერ პოულობს. თინეიჯერი მკვლელის პორტრეტის ჩანახატს გააკეთებს, მაგრამ მატიოსთვის ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი.

ლაიონელ ბაიერი დაიბადა 1975 წელს, ლოზანაში (შვეიცარია). 1995-98 წლებში სწავლობდა ხელოვნებას ლოზანის უნივერსიტეტში. 1996 წლიდან სხვადასხვა ფილმის და რეკლამის რეჟისორის თანაშემწე იყო. 2002 წლიდან ის არის ლოზანის ხელოვნების სკოლის კინოს დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 2009 წელს ის Bande à part Films-ის თანადამფუძნებელი გახდა.


„ლოცვა" („The Prayer", საფრანგეთი, ბელგია 2018)

22 წლის თომასი ნარკოდამოკიდებულია. ამ მავნე ჩვევის დასაძლევად, ის ყოფილი ნარკოდამოკიდებულების საზოგადოებას უერთდება, რომელიც განცალკევებით, მთებში ცხოვრობს და განსაკურნებლად ლოცვას იყენებს. თავდაპირველად, თომასს თანდათანობით სპარტანულ ყოფასთან - დისციპლინასთან, სურვილებისგან თავის შეკავებასთან, მძიმე სამუშაოსა და ხშირ ლოცვასთან - შეგუება უწევს. ის აღმოაჩენს რწმენას და, იმავდროულად, სიყვარულს. ეს მისთვის ახალი ტიპის ტანჯვაა.

სედრიკ კანი დაიბადა კრესტში (საფრანგეთი), 1966 წელს. კინოში მოღვაწეობა ჯერ მემონტაჟედ, შემდეგ - სცენარისტად დაიწყო. 1991 წელს გადაიღო პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „ბარი რელსებზე", რომელიც ვენეციის კინოფესტივალზე აჩვენეს. მისი მეორე სრულმეტრაჟიანი ილმი „მეტისმეტი ბედნიერება" კანის კინოფესტივალზე, რეჟისორების ორკვირეულზე საჩვენებლად შეარჩიეს და ჟან ვიგოს სახელობის პრემია დაიმსახურა. ფილმი „რობერტო ზუკო" 2001 წლის კანის კინოფესტივალის საკონკურსო ფილმებს შორის მონაწილეობდა, ხოლო „წითელი ფარნები" - ბერლინალეს კონკურსზე იყო წარმოდგენილი.

„ოცდაათი სული" („Thirty Souls", ესპანეთი 2018)

ალბა თორმეტი წლისაა და აინტერესებს იდუმალებით მოცული, მომაჯადოებელი და უცნობი - სიკვდილის სამყაროს აღმოჩენა. თავის საუკეთესო მეგობარ სამუელთან ერთად, ის შედის მიტოვებულ სახლებში, მოგზაურობს დავიწყებულ სოფლებში და შორეულ მთებში, რომლის მიღმაც სხვა, პარალელური სამყარო იმალება. მისი მოგზაურობისას ცოცხლებსა და მკვდრებს შორის არსებული, რაღაც ამოუხსნელი კონფლიქტი იშლება.

დიანა ტოუსედო არის მემონტაჟე და რეჟისორი. ის ცნობილია ფილმებით: „ოცდაათი სული" (2018), „ხულია არსებობს" (2017) და „ყველას ხელში" (2015).

 

 

მნახველთა რაოდენობა: 598