ინდუსტრიული დღეების სრული პროგრამა
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → ინდუსტრიული დღეების სრული პროგრამა
კინოფესტივალი მედიაში
2018-11-29

3 დეკემბერი

 

  • დროებითი წიგნების მაღაზია

 

კინოთეატრ „ამირანში" „სანტა ესპერანსა" დროებით წიგნების მაღაზიას ხსნის, რომელიც 3-იდან 8 დეკემბრის ჩათვლით იმუშავებს.

  • ანილაბი: დოკუმენტური ანიმაციის ვორქშოფი, ემა ლეიზენბი

„ანილაბის" ფარგლებში, ემა ლეიზენბი „ანიმირებული დოკუმენტალისტიკის" შესახებ ვორქშოფს ჩაატარებს და მონაწილეებს აუხსნის, როგორ დაგეგმონ და აწარმოონ ღირებული და ავთენტური ანიმირებული დოკუმენტური ფილმები.

                                                                                                                                                                                                                                                                                                                               Multimedia Education Center (MEC), 10:00 

  • ანილაბი: „ინქაუნთერსის" ჩვენება, ლორა ტოფარიდესი
ლორა ტოფარიდესი ბრისტოლის კინოწარმოების მდიდარ კულტურაზე გააკეთებს პრეზენტაციას, შემდეგ შედგება ბრისტოლის მოკლემეტრაჟიანი ფილმებისა და ანიმაციური ფესტივალის, „ინქაუნთერსის" ჩვენება.

კინოს სახლი, 18:00

 

 

4 დეკემბერი

  • კულტურული ცხოვრება საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სალომე ჭანტურიძე

 

პირველი ქართული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ღონისძიებების სერია ეძღვნება. კინოთეატრ „ამირანში" ალექსანდრე წუწუნავას ფილმის, „ქრისტინეს" სეანსები ფესტივალის მსვლელობის განმავლობაში გაიმართება. ნამუშევარი დამოუკიდებელ საქართველოში შექმნილი პირველი მხატვრული ფილმია. პირველი ქართული რესპუბლიკის მკვლევარი, სალომე ჭანტურიძე 4 დეკემბერს კინოთეატრ „ამირანში" ამ პერიოდის საფილმო ინდუსტრიის შესახებ დისკუსიას წარუძღვება.
 

ამირანი, 14:00

 

  • ანილაბი: არდმანის ანიმაციური ფილმების რეტროსპექტივა

 

„ანილაბი" წელს თბილისის დამეგობრებულ ქალაქს, ბრისტოლს წარმოადგენს. მის ფარგლებში Aardman Animations-ის ნამუშევრების რეტროსპექტივა გაიმართება.

კინოს სახლი, 19:00

 

5 დეკემბერი

 

  • პიჩინგის ვორქშოფი

 

ინდუსტრიული დღეების ფარგლებში გაიმართება პიჩინგის ვორქშოფი მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმების ავტორებისთვის. ვორქშოფის ბოლოს ჟიური მოკლე და სრულმეტრაჟინი პროექტების პიჩინგის კონკურსში გამარჯვებულებს 8 დეკემბერს გამოავლენს და ფულადი პრიზებით დააჯილდოებს.

ფონდი ღია საზოგადოება, 10:00-17:00

  • კინოს არქიტექტურა, გაბრიელ-ზაიდელ ჰოლანდერი

 

გაბრიელა ზაიდელ-ჰოლანდერი ჩაატარებს ლექციას პიჩინგთან და სცენარის წერის საფუძვლებთან დაკავშირებით.
ლექციაზე გაბრიელა განიხილავს სცენარების სტრუქტურას - რომელია ყველაზე ხშირად გამოყენებული სცენარის მოდელი? ლექცია შეეხება კონცეპტისა და თემის განვითარებას, დრამატულ სტრუქტურას, სიუჟეტს, პერსონაჟებთა განვითარებას, დიალოგს, ვიზუალური ენის გამოყენებასა და ფორმატში წერას.

კინოს სახლი, 17:00

  • კინომუსიკის ხელოვნება და ფსიქოლოგია, ოლაჟიდე პარისი

 

ამერიკელი კომპოზიტორი ოლაჟიდე პარისი პანელ-დისკუსიას კინოს მუსიკალური გაფორმების მნიშვნელობის შესახებ გამართავს.

პოლიტიკა, 19:00

6 დეკემბერი

 

  • პიჩინგის ვორქშოფი

 

ინდუსტრიული დღეების ფარგლებში გაიმართება პიჩინგის ვორქშოფი მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმების ავტორებისთვის. ვორქშოფის ბოლოს ჟიური მოკლე და სრულმეტრაჟინი პროექტების ფიჩინგის კონკურსში გამარჯვებულებს 8 დეკემბერს გამოავლენს და ფულადი პრიზებით დააჯილდოებს

ფონდი ღია საზოგადოება, 10:00-17:00

  • ლიტერატურული ტექსტების ადაპტაცია კინოში, მანანა პაიჭაძე

 

მანანა პაიჭაძე, მთარგმნელი და გერმანისტი, ლიტერატურული ნამუშევრების ადაპტაციებზე ისაუბრებს, მათ შორის, „ლიტერატურისა და კინოს" სექციის ფილმებიდან.

კინოს სახლი, 18:00

 

 

 

7 დეკემბერი

 

  • „კინო ურთიერთობები საქართველოსა და არსენალს შორის"

 

გაიმართება ანეტ ლინგისა და ერიკა და ულრიხ გრეგორების წიგნის "კინო ურთიერთობები საქართველოსა და არსენალს შორის" პრეზენტაცია.

ამირანი, 15:00

  • მოკლემეტრაჟიანი ფილმების პიჩინგი, ევა ბლონდიო

 

ინდუსტრიული დღეების ფარგლებში გაიმართება პიჩინგის ვორქშოფი მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმების ავტორებისთვის. ვორქშოფის ბოლოს ჟიური მოკლე და სრულმეტრაჟინი პროექტების ფიჩინგის კონკურსში გამარჯვებულებს 8 დეკემბერს გამოავლენს და ფულადი პრიზებით დააჯილდოებს

გოეთეს ინსტიტუტი, 10:00-13:00

  • გენდერული წარმომადგენლობა კინოინდუსტრიაში: შედარება ბალტიისპირეთთან, გაბრიელა ზაიდელ-ჰოლანდერი, ბალტიისპირეთის წარმომადგენლები

 

გაბრიელა ზაიდელ-ჰოლანდერი ბალტიისპირეთის კინოინდუსტრიის მოწინავე პროფესიონალებთან ერთად წარმართავს დისკუსიას. გენდერის წარმომადგენლობასთან დაკავშირებით ბალტიისპირეთი ცნობილია, როგორც გამონაკლისი საერთაშორისო ნორმისაგან -- გენდერული უთანასწორობა საერთოდაც არ წარმოადგენს პრობლემას და საკუთარ თავს საკმაოდ ორგანულად იმკვიდრებს.

ამირანი, 16:00

 

  • პანელ დისკუსია: კინო ბალტიისპირეთში, ბალტიისპირეთის წარმომადგენლები

 

ბალტიისპირეთის კინოცენტრების წარმომადგენლები ჩაატარებენ 10 წუთიან პრეზენტაციებს თავიანთი ქვეყნების ინდუსტრიის მდგომარეობაზე, რასაც მოჰყვება შედარებითი დისკუსია იმის შესახებ, თუ რამდენი ფილმი იქმნება წლის განმავლობაში, როგორ მოიპოვება დაფინანსება, დისტრიბუციის, თანაპროდუქციისა და პარტნიორობის საკითხები და მრავალი სხვა.

ამირანი, 17:30

 

8 დეკემბერი

  • სრულმეტრაჟიანი ფილმების პიჩინგი, კრისტიან რუთი

 

ინდუსტრიული დღეების ფარგლებში გაიმართება პიჩინგის ვორქშოფი მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმების ავტორებისთვის. ვორქშოფის ბოლოს ჟიური მოკლე და სრულმეტრაჟინი პროექტების პიჩინგის კონკურსში გამარჯვებულებს 8 დეკემბერს გამოავლენს და ფულადი პრიზებით დააჯილდოებს

გოეთეს ინსტიტუტი, 10:00-13:00

 

  • როგორ შევქმნათ სრულყოფილი ტრეილერი დოკუმენტური პიჩისთვის, დოკუმენტური კინოს ქსელი „ბალტიისპირეთიდან შავ ზღვამდე"

 

დოკუმენტური კინოს ქსელი "ბალტიისპირეთიდან შავ ზღვამდე" ჩაატარებს ღია მასტერკლასს, დოკუმენტური კინოს რეჟისორებისთვის, წარმატებულ ტრეილერის შექმნასთან დაკავშირებით. მასტერკლასს გაუძღვებიან კინორედაქტორები ფილ იანდალი, სრდიან ფინკი, კინორეჟისორი/პროდიუსერი ანასტასია კირილოვა და სცენარისტი მონიკა ფრანჟაკი. ვორქშოფზე განვიხილავთ არაჩვეულებრივი ტრეილერების კონკრეტულ მაგალითებსა და პიჩინგში აუცილებელი ინფორმაციის ინტეგრაციას: რა უნდა ითქვას, და რა უნდა იყოს ნაჩვენები.

პოლიტიკა, 16:00

  • დასაწყისში იყო გამოსახულება, პიტერ გრინევეი

 

დასაწყისში იყო გამოსახულება: პიტერ გრინევეის ლექცია. თარიღი, დრო და ადგილი დასაზუსტებელია.

აღიარებული რეჟისორი და სცენარისტი პიტერ გრინევეი ჩაატარებს ლექციას, რომელიც შეეხება გამოსახულებას და კინოს.

თარიღი და დრო დასაზუსტებელია

 

მნახველთა რაოდენობა: 234