თბილისის კინოფესტივალზე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა პრიზს აწესებს
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → თბილისის კინოფესტივალზე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა პრიზს აწესებს
კინოფესტივალი მედიაში
2018-11-29

წლევანდელი თბილისის კინოფესტივალის მთავარი თემა ლიტერატურაა. სწორედ ამიტომ წელს, ჩვენი პარტნიორი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაა.

ფესტივალის განმავლობაში, გამომცემლობის თანამშრომლები ნატა ჟვანია, დათო სამნიაშვილი და მარიამ პაიჭაძე ქართულ პანორამაში შემავალ ფილმებს შეაფასებენ და თითოეულ ქვეკატეგორიაში (სრულმეტრაჟიანი, დოკუმენტური, მოკლემეტრაჟიანი და ანიმაციური ფილმი) საუკეთესო ნამუშევარს გამოავლენენ. გამარჯვებულებს გამომცემლობის 300-ლარიანი ვაუჩერები გადაეცემათ.

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა 1999 წელს დაარსდა და დღესდღეობით ყოველწლიურად დაახლოებით ორასამდე წიგნს გამოსცემს, მათ შორისაა როგორც თანამედროვე ქართველი, ისე მსოფლიოში ცნობილი ბესტსელერების ავტორებისა და ნობელიანტი მწერლების ნაწარმოებები.

მნახველთა რაოდენობა: 238