პიტერ გრინევეის მასტერკლასი
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → პიტერ გრინევეის მასტერკლასი
კინოფესტივალი მედიაში
2018-11-30

7 დეკემბერს 11:30-ზე „თიბისი" ბანკის სათაო ოფისში (კ.მარჯანიშვილის 7) დაინტერესებული აუდიტორიისთვის ბრიტანელი რეჟისორი პიტერ გრინევეი გამართავს მასტერკლასს. შესაძლოა მოხდეს მასტერკლასის საათის შეცვლა, ამმისატვის გთხოვთ თვალი ადევნოთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს.  

პიტერ გრინევეი 1942 წლის 5 აპრილს ინგლისში დაიბადა. რეჟისორი, მწერალი, მხატვარი და კურატორია. დამთავრებული აქვს უოლთემსტოუს ხელოვნების კოლეჯი. 1964 წლიდან მოყოლებული, მთელი 11 წლის მანძილზე დოკუმენტური ფილმების მემონტაჟედ მუშაობდა. 1966 წელს დაიწყო ექსპერიმენტული მოკლემეტრაჟიანების და დოკუმენტური ფილმების გადაღება. ის 18 მხატვრული ფილმის, 15 დოკუმენტურის, 7 სატელევიზიო ფილმის, 37 ინსტალაციისა და გამოფენის, 46 წიგნის ავტორი და თანაავტორია.

 

მნახველთა რაოდენობა: 447