ფილმის ჩვენება - "ლაზარეს ბედნიერება" და შეხვედრა მსახიობთან, ლუკა ჩიქოვანთან
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → ფილმის ჩვენება - "ლაზარეს ბედნიერება" და შეხვედრა მსახიობთან, ლუკა ჩიქოვანთან
კინოფესტივალი მედიაში
2018-12-05

გუშინ კინოთეატრ "ამირანში" გაიმართა ალიჩე რორვახერის ფილმის "ბედნიერი ლაზარე" ჩვენება და შეხვედრა მსახიობთან ლუკა ჩიქოვანთან. 

ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა გლეხის, ლაზარეს (რომელიც იმდენად კეთილია, რომ ხშირად სულელიც ჰგონიათ) და ახალგაზრდა დიდებულის, ტანკრედის (რომელიც მისდა საუბედუროდ, წარმოსახვის უნარითაა დაჯილდოებული) შეხვედრაზე. მათ განცალკევებულ პასტორალურ სოფელ ინვიოლატაში ყველაფერს სიგარეტების სასტიკი დედოფალი, მარკიზა ალფონსინა დე ლუნა განაგებს. ტანკრედსა და ლაზარეს შორის მეგობრობა მაშინ ღვივდება, როდესაც ტანკრედი ლაზარეს საკუთარ გატაცებაში დახმარებას თხოვს. ეს უჩვეულო და დაუჯერებელი ალიანსი ლაზარესთვის გამოცხადებასავითაა. მათი მეგობრობა იმდენად ძვირფასია, რომ ის ლაზარეს ტანკრედის საძებნელად დროშიც ამოგზაურებს.

ალიჩე რორვახერი სწავლობდა ტურინსა და ლისაბონში. პირველი დოკუმენტური ფილმი „პატარა სპექტაკლი" 2003 წელს გადაიღო. პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის, „ციური სხეულის" პრემიერა შედგა კანში, 2011 წელს. რეჟისორის მეორე სრულმეტრაჟიანმა ნამუშევარმა „საოცრებები" 2014 წელს, კანის კინოფესტივალზე ჟიურის გრან-პრი მოიპოვა.

 

ფოტ: ნინო კანკავა

 

 

მნახველთა რაოდენობა: 206