ქართული საკონკურსო ფილმის ჩვენება - "მეზობლები"
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → ქართული საკონკურსო ფილმის ჩვენება - "მეზობლები"
კინოფესტივალი მედიაში
2018-12-05

გუშინ კინოთეატრ "ამირანში" გაიმართა გიგიშა აბაშიძის ფილმის ჩვენება -"მეზობლები". გიგიშა აბაშიძის ფილმი წარმოდგენილია საერთაშორისო კონკურსში. 

ფილმში მოქმედება ხდება ძველი თბილისის ერთ-ერთ იტალიურ ეზოში. ფილმის დასაწყისში ვხედავთ ერთ გუნდად შეკრულ მეზობლებს. მართალია, ისინი ფულის ნაკლებობას განიცდიან და სიდუხჭირეს უმკლავდებიან, მაგრამ მაინც ერთი მეგობრული ოჯახივით ცხოვრობენ. ვითარება იცვლება, როდესაც ინვესტორი მოდის და მათ დიდ თანხას თავაზობს მათ ნახევრად დანგრეული, ძველისძველი სახლების სანაცვლოდ. მხოლოდ ერთი მესაკუთრე, გია, ეწინააღმდეგება შემოთავაზებას, ვინაიდან მან დიდი ძალისხმევა გაწია სახლის საკუთარი ნაწილის რემონტში.

გიგიშა აბაშიძე დაიბადა 1988 წლის 9 იანვარს, თბილისში (საქართველო). 2012 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის და კინოს უნივერსიტეტი კინორეჟისურის განხრით. მას გადაღებული აქვს რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი და ერთი სრულმეტრაჟიანი ფილმი „მეზობლები".

 

ფოტო: ნინო კანკავა

 

მნახველთა რაოდენობა: 183