ფილმის "სოფლის ხმაური" ჩვენება და შეხვედრა რეჟისორთან
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → ფილმის "სოფლის ხმაური" ჩვენება და შეხვედრა რეჟისორთან
კინოფესტივალი მედიაში
2018-12-05

გუშინ "ამირანში" გაიმართა გერმანული ფილმის ჩვენება - "სოფლის ხმაური" და შეხვედრა რეჟისორთან. შეგახსენებთ, რომ ფილმი მონაწილეობს საერთაშორისო კონკურსში.

ბერლინში ცხოვრებით და თვითრეალიზაციის მოლოდინით დაღლილი ტონი, სასწრაფოდ ბრუნდება თავის ძველ სახლში. თუმცა, ბუბენჰაუზენის სივიწროვეში დაბრუნებული, მშობლიურ სოფელთან ყოველგვარი კავშირის აღდგენის მცდელობა უშედეგოა. საბედნიეროდ, ის ხვდება მხიარულების მოყვარულ როზას. ორ ქალს შორის მგზნებარე ურთიერთობა წარმოიშობა და ყველაფერს თანდათან აზრი მიეცემა. მაგრამ ტონის ძველი დემონები ბრუნდებიან და მისი რომანტიკული ურთიერთობა ნელ-ნელა ინგრევა.

ლიზა მილერი დაიბადა 1986 წელს, კრუმბახში, ბავარიაში (გერმანია). მადრიდსა და ლონდონში ვიზუალური ხელოვნების და ფოტოხელოვნების შესწავლის შემდეგ, ლიზა თავისუფალ კინორეჟისორად და ლექტორად მუშაობდა. ის ასწავლიდა ბავარიის საზაფხულო სკოლაში. ლიზა ულმის ხელოვანთა სახლის წევრია. 2009 წელს, მისმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა „მარი" საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა მადრიდის კომუნიკაციების, იმიჯებისა და ხმის უმაღლესი სკოლის მიერ მოწყობილ კინოფესტივალზე.

ფოტო: ნინუცა მანდარია

 

მნახველთა რაოდენობა: 106