კულტურული ცხოვრება საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაში
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → კულტურული ცხოვრება საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაში
კინოფესტივალი მედიაში
2018-12-05

თბილისის მე-19 კინოფესტივალის ინდუსტრიული დღეების ფარგლებში წარმოგიდგენთ ღონისძიებების სერიას - კულტურული ცხოვრება საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაში. ღონისძიებები პირველი ქართული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

4 დეკემბერს კინოთეატრი "ამირანის" მეორე დარბაზში გაიმართა დისკუსია, რომელსაც პირველი ქართული რესპუბლიკის მკვლევარი, სალომე ჭანტურიძე უძღვებოდა. დისკუსიის შემდეგ, დარბაზში გაიმართა ალექსანდრე წუწუნავას პირველი ქართული მხატვრული ფილმის "ქრისტინეს" და ანდრო ჭიაურელის ამ პერიოდის შესახებ გადაღებული ფილმის "საქართველოს დამოუკიდებლობის ქრონიკები" ჩვენება.

კინოთეატრ "ამირანის" ჰოლში გამოფენილია ამ პერიოდის ქართული კინოს ამსახველი ფოტომასალა, ამასთან ერთად, კინოთეატრის ჰოლის ეკრანებზე ფესტივალის განმავლობაში იტრიალებს ფილმი "ქრისტინე".

"ქრისტინე" პირველი ქართული მხატვრული ფილმია, რომელიც 1916-1918 წლებში ეგნატე ნინოშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით გადაიღო თეატრის რეჟისორმა ალექსანდრე წუწუნავამ.

 

ფოტო: ვახო დოლიძე

 

 

 

მნახველთა რაოდენობა: 110