საკონკურსო ფილმის ჩვენება - "ვულკანი"
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → საკონკურსო ფილმის ჩვენება - "ვულკანი"
კინოფესტივალი მედიაში
2018-12-06

5 დეკემბერს "ამირანში"  საკონკურსო ფილმის ჩვენება გაიმართა - რომან ბონდარჩუკის "ვულკანი".

უცნაური თანხვედრების სერიების შემდეგ, სამხედრო საკონტროლო-გამშვები პუნქტის დამთვალიერებელი ტურის თარჯიმანი ლუკასი სამხრეთ უკრაინის სტეპების პატარა შორეულ ქალაქში აღმოჩნდება. წასასვლელის არქონის გამო, ეს დიდი ქალაქის გარემოს შეჩვეული ბიჭი თავშესაფარს ადგილობრივი კოლორიტის, ვოვას, სახლში იპოვნის. ვოვას წყალობით, ლუკასი ანარქისტულ სამყაროში მოხვდება, როგორსაც კი ვერასდროს წარმოიდგენდა. ამ სამყაროში ცხოვრება სრულიად მოწყვეტილია რაიმე ნაცნობ სტრუქტურას. მასპინძლით და მისი შვილით, მარუშკათი, მოხიბლულ ლუკასს თანდათან უქრება პროვინციული ცხოვრების მიმართ სიძულვილი და იმ ბედნიერების ძიებას იწყებს, რომლის არსებობა არც კი იცოდა.

რომან ბონდარჩუკმა დაამთავრა კარპენკო-კარის სახელობის თეატრის, კინოს და ტელევიზიის უნივერსიტეტი. მისმა სადიპლომო ფილმმა „ტაქსის მძღოლი" რუსი კინოკრიტიკოსების გილდიის პრიზი „თეთრი სპილო" და რუსი პროდიუსერების გრან-პრი დაიმსახურა ღია კინოფესტივალ კინოშოკზე. ის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის, Docudays UA-ს მხატვრული დირექტორია. „უკრაინელი შერიფები" (2015) მისი პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმია, რომელმაც 2015 წელს ამსტერდამის დოკუმენტური კინოს საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა და ამერიკის კინოაკადემიის 89-ე კინოდაჯილდოებისთვის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების ნომინაციაში წარადგინეს უკრაინის სახელით.

 

ფოტო: ნინუცა მანდარია

 

 

მნახველთა რაოდენობა: 71