ფილმის ჩვენება - "მტვერით მოწამლულები"
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → ფილმის ჩვენება - "მტვერით მოწამლულები"
კინოფესტივალი მედიაში
2018-12-06

კინოს სახლში გაიმართა თამარ ბართაიას და გიორგი ბართაიას ფილმის ჩვენება - "მტვერით მოწამლულები", რის შემდეგადაც შედგა შეხვედრა რეჟისორებთან. 

ფილმის მთავარი გმირები ერთი შეხედვით ჩვეულებრივი გლეხები არიან: თოხნიან, ბარავენ, უვლიან საქონელს, მოჰყავთ მოსავალი. მაგრამ ის რაც მათ თანასოფლელებისგან გამოარჩევს - თეატრის დიდი სიყვარულია. ზამთარ-ზაფხულ, თოვლსა თუ წვიმაში, ყოველდღე იკრიბებიან ნახევრად დანგრეულ შენობაში, გადიან რეპეტიციებს და ახალ სპექტაკლებს დგამენ. სცენა მათი ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი ძალაა, რადგან დიდი ხანია თეატრის მტვერით არიან მოწამლულები.

ფოტო: ვახო დოლიძე

მნახველთა რაოდენობა: 109