ფილმის ჩვენება - "სპიტაკი"
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → ფილმის ჩვენება - "სპიტაკი"
კინოფესტივალი მედიაში
2018-12-08

გუშინ გაიმართა ალექსანდრე კოტის ფილმის "სპიტაკი" ჩვენება და შეხვედრა რეჟისორთან. 

გორი მოსკოვიდან სომხეთში მიფრინავს, რომ თავისი ოჯახის წევრები მოძებნოს, რადგანაც ისინი მიწისძვრის ეპიცენტრში მოხვდნენ. ჩასვლისთანავე, სასწრაფოდ მიდის ქალაქისკენ, თავისი პატარა სახლის მოსაძებნად. გზად სხვადასხვა ადამიანს ხვდება, რომელთაც თავიანთი ტრაგედიები და გამოწვევები აქვთ. ადგილობრივები მათთვის ძვირფას ადამიანებს ეძებენ. ქალაქის ხელმძღვანელობა უშედეგოდ ცდილობს კანონის და წესრიგის აღდგენას დანგრეულ ქალაქში. გორი თავისი ოჯახის - ცოლის და მცირეწლოვანი შვილის პოვნის იმედს არ კარგავს, დარწმუნებულია, რომ ამ ნანგრევებში ისინი აუცილებლად იქნებიან. სანამ არსებობს სიყვარული, იმედი არ კვდება.

ალექსანდრ კოტი დაიბადა მოსკოვში, 1973 წელს. მუშაობდა ფოტოგრაფად. 1994-97 წლებში სწავლობდა მოსკოვის ვგიკის კინოსკოლაში, ხოტინენკოს ჯგუფში. სწავლა დაასრულა კრაკოვში, ანჯეი ვაიდას ხელმძღვანელობით. ის ცნობილია ისეთი ფილმებით, როგორებიცაა „ომის ციხესიმაგრე" (2010), „საფრთხობელა" (2000), რომლებიც კანის კინოფესტივალის რეჟისორების ორკვირეულზე საჩვენებლად შეარჩიეს, ხოლო ფილმი „ფოტოგრაფი" (1998) კინოფონდის ხელშეწყობით აჩვენეს კანის კინოფესტივალზე.

ფოტო: ნინო კანკავა

მნახველთა რაოდენობა: 326