მედია / პროფესიონალები → სიახლეები
კინოფესტივალი მედიაში
2012-11-30
კინფესტივალის ჩვენებებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 30 ნოემბრიდან დაიწყო, შესაბამის კინოთეატრებში („ამირანი" და „რუსთაველი"). ბილეთის საფასურია 2 ლარი. ბილეთების წინასწარი დაჯავშნა არ არის შესაძლებელი. ბილეთების დაბალი ფასის გამო, არ იქნება აბონემენტები და თითოეულ სეანსზე ბილეთები გაიყიდება ცალ-ცალკე. 
2012-11-29
საქართველოში შვედეთის საელჩოს, შვედური ინსტიტუტისა და გოტებორგის კინოფესტივალის მხარდაჭერით, „ქართული პანორამის" ერთი რჩეული რეჟისორი შვედეთში, გეტებორგის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაემგზავრება. პრიზის მფლობელს „ქართული პანორამის" ჟიური გამოავლენს. ვრცლად
2012-11-29
8 დეკემბერს, 17 საათზე კ/თ „ამირანში“ კინოფესტივალი წარმოგიდგენთ საიმონ ბრუკის დოკუმენტურ ფილმს „ბაგირზე მოსიარულე“, რომელიც თეატრის ლეგენდარული რეჟისორის, პიტერ ბრუკის სამუშაო პროცესს დეტალურად აღწერს. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება შეხვედრა საიმონ ბრუკთან. ვრცლად
2012-11-28
თბილისის მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალი 3 დეკემბერს ოფიციალურად გაიხსნება. ამასთან დაკავშირებით, სასტუმრო „თბილისი მერიოტის" ბოლრუმში, 30 ნოემბერს, 13:00-საათზე გაიმართება პრესკონფერენცია. ვრცლად
2012-11-28
  ფესტივალის წლევანდელ პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მსოფლიოში ცნობილი ირანელი რეჟსორების, მახმალბაფების ოჯახს. საოჯახო კინოსკოლის დამფუძნებელი, მოჰსენ მახმალბაფი, საერთაშორისო ჟიურის თავმჯდომარე იქნება.    ვრცლად
2012-11-28
მსოფლიოში აღიარებული ბრიტანელი დრამატურგი, სცენარისტი და კინორეჟისორი. ამერიკული კინოაკადემიის პრიზის, ოსკარის მფლობელი საუკეთესო სცენარისთვის: ”სახიფათო კავშირები” (1988, რეჟ. სტივენ ფრირზი) თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს ეწვევა.  ვრცლად
2012-11-23
თბილისის მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალის საერთაშორისო კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე ცნობილი ირანელი რეჟისორი და ადამიანის უფლებათა დამცველი, მოჰსენ მახმალბაფი იქნება. ჟიურის შემადგენლობაში ასევე შევლენ:   ვრცლად
2012-11-22
2013 წელს „ელიზეს ხელშეკრულების“ 50 წლის იუბილე აღინიშნება, დოკუმენტისა, რომელმაც გერმანიასა და საფრანგეთს შორის საუკუნოვან მეტოქეობას წერტილი დაუსვა და ამ ორ ქვეყანას შორის ახალი ურთიერთობების დასაწყისი გახდა.  ჩვენი კინოფესტივალის მრავალწლიანი პარტნიორები, თბილისის გოეთეს ინსტიტუტი და ფრანგული ინსტიტუტი ამ მოვლენასთან დაკავშირებით წარმოგიდგენენ კინო-პროგრამას, რომელიც ფრანგულ-გერმანული ურთიერთობების ილუსტრაციაა კინოში თუ მის მიღმა. ვრცლად
2012-11-22
წლევანდელი კინოფესტივალი აგრძელებს ტრადიციას და ბოლო წლის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო კინოფესტივალების გამარჯვებულ ფილმებს გთავაზობთ. მათ შორისაა ახალგაზრდა გერმანელი ქალის დრამატული ისტორია - „ბარბარა" (რეჟ. კრისტიან პეტცოლდი). 2012 წლის ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმს ვერცხლის დათვი ერგო საუკეთესო რეჟისურისათვის. ვრცლად
2012-11-19
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი წელსაც ტრადიციულად ატარებს საერთაშორისო კონკურსს, რომელიც ევროპელი რეჟისორების პირველ ან მეორე მხატვრულ ფილმებს წარმოგიგდენთ. ფესტივალს განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიაჩნია საკონკურსო ფილმების ასეთი სელექციით მაყურებელს წარუდგინოს ევროპული კინოს ახალი სახეები, რეჟისორები, რომლებიც მომავლის კინოს ქმნიან. ვრცლად