მედია / პროფესიონალები → სიახლეები
კინოფესტივალი მედიაში
2012-10-24
ჩვენს მედია-პარტნიორებს ორი ტელეკომპანია შეემატა - თბილისის მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალს საინფორმაციო მხარდაჭერას გაუწევს „მეცხრე არხი" და „მაესტრო". 
2012-10-15
12 ოქტომბერს დაიხურა ანტალიის 49-ე საერთაშორისო კინოფესტივალი „ოქროს ფორთოხალი". საერთაშორისო კონკურსში მონაწილე 10 ფილმს შორის იყო რუსუდან ჭყონიას სადებიუტო ფილმი „გაიღიმეთ!". ვრცლად
2012-10-12
ბათუმში დასრულდა ანიმაციური ფილმების მე-4 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი", რომლის ორგანიზატორია „ანიმაციის განვითარების ფონდი". ვრცლად
2012-10-11
2012 წლის 8-9 ოქტომბერს თბილისში ჩატარდა აღმოსავლეთი პარტნიორობის კულტურული პროგრამის პირველი რეგიონული კონფერენცია. ვრცლად
2012-10-05
თბილისის მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში 4 - 7 დეკემბერს გაიმართება დოკუმენტური კინოპროექტების პიჩინგის მეოთხე სესია Pitch.Doc 2012. ვრცლად
2012-10-03
დღეს ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოში" იხსნება ანიმაციური ფილმების მე-4 საერთაშორისო ფესტივალი თოფუზი", რომლის ორგანიზატორია „ანიმაციის განვითარების ფონდი". ფესტივალის საკონკურსო და საინფორმაციო პროგრამებში ნაჩვენები იქნება 42 ქვეყნის 115 ფილმი. ვრცლად
2012-10-02
29 სექტემბერს საზეიმოდ დაიხურა სანქტ-პეტერბურგის პირველი საერთაშორისო კინოფესტივალი, რომლის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობდა დიტო ცინცაძის ფილმი „შემოსევა". ფესტივალის საერთაშორისო ჟიურიმ სერბი რეჟისორის, ემირ კუსტურიცას თავმჯდომარეობით საუკეთესო მამაკაცი მსახიობისთვის დაწესებული პრიზი („ოქროს ანგელოზი") მერაბ ნინიძეს მიანიჭა დიტო ცინცაძის ფილმში განსახიერებული როლისთვის. ვრცლად
2012-09-25
ევროკავშირის აღმოსავლეთი პარტნიორობის კულტურული პროგრამის შემადგენელი პროექტი „რეჟისორები საზღვრებს გარეშე" აცხადებს განაცხადების მიღებას პროდიუსერთა უორქშოპში მონაწილეობის მისაღებად. უორქშოპი 4-8 დეკემბერს თბილისში გაიმართება თბილისის მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში. ვრცლად
2012-09-24
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს სადაზღვევო კომპანია „არდი ჯგუფის" სახით კიდევ ერთი მხარდამჭერი შეემატა. არდი ჯგუფი 2010 წლის აპრილში დაფუძნდა და მას შემდეგ წარმატებით მოღვაწეობს სადაზღვევო ბაზარზე. მიუხედავად ხანმოკლე ისტორიისა, კომპანიამ წარმატებით შეძლო ქართულ სადაზღვევო ბაზრზე ღირსეული ადგილის დამკვიდრება. ვრცლად
2012-09-24
20-23 სექტემბერს ბრიუსელში გაიმართა ფესტივალი სახელწოდებით „ქალი იღებს კინოს", რომლის პროგრამაში წამოდგენილი იყო ქალი კინემატოგრაფისტების 45 ნამუშევარი მთელი მსოფლიოდან - მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები. ვრცლად