სიახლეები
მედია / პროფესიონალები → სიახლეები
კინოფესტივალი მედიაში
2013-04-10
2013 წლის 22 მარტიდან 25 მარტამდე კინოხელოვნების ცენტრმა „პრომეთე," თბილისის საერთაშორისო ფოტოფესტივალმა (Tbilisi Photo Festival), საქართველოს ეროვნულმა არქივმა და დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოებმა, ერთობლივი ძალებით კავკასიური ფილმების კინოფესტივალს კიდევ ერთხელ უმასპინძლეს.  ვრცლად
2013-01-30
პარასკევს, 25 იანვარს გეტებორგში 36-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა. ფესტივალში მონაწილეობს ქართველი რეჟისორი თინათინ გურჩიანი თავისი სადებიუტო დოკუმენტური ფილმით „მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს". ფესტივალის სტუმარია აგრეთვე თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექორი გაგა ჩხეიძე. ვრცლად
2012-12-09
შაბათს, 8 დეკემბერს საზეიმოდ დაიხურა თბილისის მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალი და დასახელდნენ ფესტივალის გამარჯვებულები.     ვრცლად
2012-12-03
გაცნობებთ, რომ ხვალ, 4 დეკემბერს, 16:00 საათზე ამირანის მცირე დარბაზში ჩატარდება პრეს-კონფერენცია თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ინდუსტრიულ ღონისძიებებთან დაკავშირებით. ჟურანალსიტების კითხებს უპასუხებენ: ვრცლად
2012-12-01
5 დეკემბერს, 20:00 საათზე, კ/თ „რუსთაველში" კინოფესტივალი უნიკალურ სანახაობას გთავაზობთ - კოტე მიქაბერიძის, სიკო დოლიძის, ვახტანგ შველიძის და ალექსანდრე ჯალიაშვილის 30-იანი წლების კულტურფილმების მცირე რეტროსპექტივა საქართველოს ეროვნული არქივის კოლექციიდან, რომელსაც ცოცხალი მუსიკით გააფორმებენ რეზო კიკნაძე და ანსამბლი „Consilia".  ვრცლად
2012-11-30
კინფესტივალის ჩვენებებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 30 ნოემბრიდან დაიწყო, შესაბამის კინოთეატრებში („ამირანი" და „რუსთაველი"). ბილეთის საფასურია 2 ლარი. ბილეთების წინასწარი დაჯავშნა არ არის შესაძლებელი. ბილეთების დაბალი ფასის გამო, არ იქნება აბონემენტები და თითოეულ სეანსზე ბილეთები გაიყიდება ცალ-ცალკე. 
2012-11-29
საქართველოში შვედეთის საელჩოს, შვედური ინსტიტუტისა და გოტებორგის კინოფესტივალის მხარდაჭერით, „ქართული პანორამის" ერთი რჩეული რეჟისორი შვედეთში, გეტებორგის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაემგზავრება. პრიზის მფლობელს „ქართული პანორამის" ჟიური გამოავლენს. ვრცლად
2012-11-29
8 დეკემბერს, 17 საათზე კ/თ „ამირანში“ კინოფესტივალი წარმოგიდგენთ საიმონ ბრუკის დოკუმენტურ ფილმს „ბაგირზე მოსიარულე“, რომელიც თეატრის ლეგენდარული რეჟისორის, პიტერ ბრუკის სამუშაო პროცესს დეტალურად აღწერს. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება შეხვედრა საიმონ ბრუკთან. ვრცლად
2012-11-28
თბილისის მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალი 3 დეკემბერს ოფიციალურად გაიხსნება. ამასთან დაკავშირებით, სასტუმრო „თბილისი მერიოტის" ბოლრუმში, 30 ნოემბერს, 13:00-საათზე გაიმართება პრესკონფერენცია. ვრცლად
2012-11-28
  ფესტივალის წლევანდელ პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მსოფლიოში ცნობილი ირანელი რეჟსორების, მახმალბაფების ოჯახს. საოჯახო კინოსკოლის დამფუძნებელი, მოჰსენ მახმალბაფი, საერთაშორისო ჟიურის თავმჯდომარე იქნება.    ვრცლად