სიახლეები
მედია / პროფესიონალები → სიახლეები
კინოფესტივალი მედიაში
2012-10-03
დღეს ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოში" იხსნება ანიმაციური ფილმების მე-4 საერთაშორისო ფესტივალი თოფუზი", რომლის ორგანიზატორია „ანიმაციის განვითარების ფონდი". ფესტივალის საკონკურსო და საინფორმაციო პროგრამებში ნაჩვენები იქნება 42 ქვეყნის 115 ფილმი. ვრცლად
2012-10-02
29 სექტემბერს საზეიმოდ დაიხურა სანქტ-პეტერბურგის პირველი საერთაშორისო კინოფესტივალი, რომლის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობდა დიტო ცინცაძის ფილმი „შემოსევა". ფესტივალის საერთაშორისო ჟიურიმ სერბი რეჟისორის, ემირ კუსტურიცას თავმჯდომარეობით საუკეთესო მამაკაცი მსახიობისთვის დაწესებული პრიზი („ოქროს ანგელოზი") მერაბ ნინიძეს მიანიჭა დიტო ცინცაძის ფილმში განსახიერებული როლისთვის. ვრცლად
2012-09-25
ევროკავშირის აღმოსავლეთი პარტნიორობის კულტურული პროგრამის შემადგენელი პროექტი „რეჟისორები საზღვრებს გარეშე" აცხადებს განაცხადების მიღებას პროდიუსერთა უორქშოპში მონაწილეობის მისაღებად. უორქშოპი 4-8 დეკემბერს თბილისში გაიმართება თბილისის მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში. ვრცლად
2012-09-24
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს სადაზღვევო კომპანია „არდი ჯგუფის" სახით კიდევ ერთი მხარდამჭერი შეემატა. არდი ჯგუფი 2010 წლის აპრილში დაფუძნდა და მას შემდეგ წარმატებით მოღვაწეობს სადაზღვევო ბაზარზე. მიუხედავად ხანმოკლე ისტორიისა, კომპანიამ წარმატებით შეძლო ქართულ სადაზღვევო ბაზრზე ღირსეული ადგილის დამკვიდრება. ვრცლად
2012-09-24
20-23 სექტემბერს ბრიუსელში გაიმართა ფესტივალი სახელწოდებით „ქალი იღებს კინოს", რომლის პროგრამაში წამოდგენილი იყო ქალი კინემატოგრაფისტების 45 ნამუშევარი მთელი მსოფლიოდან - მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები. ვრცლად
2012-09-19
ფესტივალის მხარდამჭერებს შეემატა რადიო „ფორტუნა" და რადიო „ფორტუნა პლიუსი". მადლიერებით აღვნიშნავთ, რომ ეს რადიოები შარშანაც აქტიურად აშუქებდნენ თავიანთ პროგრამებში თბილისის მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალის მიმდინარეობას. 
2012-09-17
მოხარულები ვართ, რომ თბილისის კინოფესტივალის მრავალწლიანმა სპონსორებმა, კომპანიებმა „თბილღვინომ" და „საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიამ" წელსაც დაგვიდასტურეს მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ თბილისის მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალს. ვრცლად
2012-09-12
დიტო ცინცაძის ახალმა ფილმმა „შემოსევა" მონრეალის მსოფლიო კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური გრანპრი მოიპოვა. ვრცლად
2012-08-23
რამდენიმე დღეში, 29 აგვისტოს იხსნება ვენეციის 69-ე საერთაშორისო კინოფესტივალი. წელს ფესტივალის პარალელურ პროგრამაში „ვენეციის დღეები" მთელი მსოფლიოდან შერჩეულ 12 ფილმს შორის რუსუდან ჭყონიას სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „გაიღიმეთ" მოხვდა. ვრცლად
2012-08-21
2012 წლის 15-30 ნოემბერს სომხეთში, ქალაქ გიუმრიში გაიმართება რეზიდენცია დოკუმენტური ფილმის სცენარის განვითრებისთვის. ვრცლად