გეტებორგის საერთაშორისო კინოფესტივალი
კინოფესტივალი მედიაში
2013-01-30

პარასკევს, 25 იანვარს გეტებორგში 36-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა. ფესტივალში მონაწილეობს ქართველი რეჟისორი თინათინ გურჩიანი თავისი სადებიუტო დოკუმენტური ფილმით „მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს". ფესტივალის სტუმარია აგრეთვე თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექორი გაგა ჩხეიძე.

როგორც იცით, თინათინ გურჩიანი თბილისის მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალის სექციის „ქართული პანორამის" გამარჯვებული გახდა და საქართველოში შვედეთის საელჩოს, შვედური ინსტიტუტისა და გეტებორგის კინოფესტივალის მიერ დაწესებული პრიზი მოიპოვა, რომელიც საუკეთესო ქართველი რეჟისორის და მასთან ერთად თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორის გეტებორგში გამგზავრებას ითვალისწინებდა. 

გეტებორგის 36-ე კინოფესტივალი 4 თებერვალს დაიხურება.

„მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს"

სულ ახლახან თინათინ გურჩიანმა ამავე ფილმით კიდევ ერთი მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, მან მოიპოვა სანდენსის კინოფესტივალის (17-27 იანვარი) პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის მსოფლიო დოკუმენტური კინოს სექციაში. 

სანდენსის კინოფესტივალის გამარჯვებულები ნახეთ აქ: https://www.sundance.org/festival/stories/award-winners/

 

მნახველთა რაოდენობა: 3311