კავკასიის კინოფესტივალი
კინოფესტივალი მედიაში
2013-04-10

2013 წლის 22 მარტიდან 25 მარტამდე კინოხელოვნების ცენტრმა „პრომეთე," თბილისის საერთაშორისო ფოტოფესტივალმა (Tbilisi Photo Festival), საქართველოს ეროვნულმა არქივმა და დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოებმა, ერთობლივი ძალებით კავკასიური ფილმების კინოფესტივალს კიდევ ერთხელ უმასპინძლეს. ფესტივალის პროგრამის კონცენტრაცია ძირითადად კავკასიურ ქვეყნებში სხვადასხვა წლებში გადაღებულ  ნამუშევრებზე მოხდა. ოთხი დღის განმავლობაში მაყურებელმა იხილა ფილმები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ჩეჩნეთიდან, თუმცა ამასთან ერთად სტუმრებს საშუალება მიეცათ 

ენახათ სხვადასხვა კინემატოგრაფიული შედევრები (მარილი სვანეთს" (1930), თენგიზ აბულაძის "ვედრება" (1967), ალექსანდრე წუწუნავას "ხანუმა" (1926)), კავკასიაში და კავკასიურ თემატიკაზე გადაღებული სხვადასხვა ევროპული ფილმები (ჰოლანდიელი რეჟისორის ინეკე სმიტსისა და დოკუმენტალისტი  პატრიკ კაზალსის ნამუშევრები), საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტური ფილმები და ქრონიკები და ა.შ. ფესტივალმა ახალგაზრდა კავკასიელი რეჟისორების მოკლე მეტრიაჟიანი ფილმებიც აჩვენა.
 კავკასიური ფილმების ფესტივალი თბილისში უკვე მეორედ გაიმართა და მას  გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმმა უმანსპინძლა. 

ფესტივალის სრული პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ აქ.

 

მნახველთა რაოდენობა: 4695