ნიკოლა ვადიმოვის წარმატება ბელგიაში
კინოფესტივალი მედიაში
2013-05-02

შვეიცარელი რეჟისორის და როკ-მუსიკოსის, ნიკოლა ვადიმოვის ბოლო ფილმი „ოპერაცია თავისუფლება" ლიეჟის საერთაშორისო კინოფესტივალზე მაყურებლის რჩეული გახდა და პრიზით დაჯილდოვდა. აღნიშნული ფილმი მისი მეხუთე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ნამუშევარია. ფილმის პრემიერა 2012 წელს კანის კინოფესტივალზე შედგა პროგრამაში „რეჟისორთა ორკვირეული." ფილმი 1978 წელს გადაღებულ ვიდეო-ჩანაწერზე მოგვითხრობს, რომელიც მცირე რევოლიცონერთა ჯგუფმა ბანკის ძარცვის დროს თავად გადაიღო შვეიცარულ ფინანსურ სისტემასა და დიქტატორებს შორის შეთქმულების არსებობის დასამტკიცებლად. ფრანგულენოვანი ფილმი AKKA FILMS-ის პროდუქციაა, ეს კომპანია თავად ვადიმოვის დაარსებულია.
„ოპერაცია ლიბარტადი" თბილისის მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამაში იყო ნაჩვენები, ხოლო თავად რეჟისორი ჟიურის წევრი გახლდათ. ნიკოლა ვადიმოვმა ძალიან საინტერესო მასტერ-კლასი ჩაატარა ქართველი კინოპროფესიონალებისთვის. ეს მისი მეორე სტუმრობა იყო თბილისში. ჯერ კიდევ 2001 წელს, თბილისის მე-2 საერთაშორისო კინოფესტივალზე მისმა მხატვრულმა ფილმმა „მონდიალიტო" „ვერცხლის პრომეთე" მოიპოვა საუკეთესო რეჟისურისთვის.
აღსანიშნავია ისიც, რომ ნიკოლა ვადიმოვი წარმოშობით ქართველია. მისი წინაპრები მანსვეტაშვილები იყვნენ. თბილისში ყოფნის დროს ნიკოლამ თავის ნათესავებსაც კი მიაგნო.

Opération Libertad-ის ტრეილერი იხილეთ აქ.

მნახველთა რაოდენობა: 4759