ერევანში DAB-ის მეორე სემინარი ტარდება
კინოფესტივალი მედიაში
2013-05-07

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „რეჟისორები საზღვრებს მიღმა" (DAB), 6- იდან 10 მაისის ჩათვლით, ერევანში სემინარს ატარებს თემაზე „სიუჟეტის განვითარება სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმისათვის."
სემინარის ძირითადი თემა სცენარის აგების შემოქმედებითი ასპექტებია. ის დამწყებ სცენარისტებს, რეჟისორებსა თუ პროდიუსერებს საშუალებას მისცემს სიუჟეტის განვითარების ხერხები დახვეწონ და მისი შექმნის ძირითადი პრინციპები გაითავისონ. სემინარი ფილმების მსოფლიო ბაზარზე გატანასა და მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლების სხვადასხვა მეთოდებსაც განიხილავს.
შეირჩა 12 მონაწილე:
5 პროექტი სომხეთიდან: ანუჩ ჯაჰაიანისა და არტურ სარქისიანის „კარი", არევიკ ავანესიანის „ყველაფერი რაც NOLA-ს დაემართა," მარიამ ოჰაიანის „ ვახშამი სანთლის შუქზე," სონია გრიგორიანისა და გარიკ არუთინიანის „ერთი ცხოვრება, ერთი სიყვარული" და ვიკენ ბერბერიანის „პლაგიატი."
საქართველოდან ორი პროექტის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას: მერაბ კოკოჩაშვილი ფილმით „ტერცო მონდო" და ლაშა ხალვაში ფილმით „მე ვარ ბესო."
სამი პროექტითაა წარდგენილი უკრაინა, ესენია: ანდრი როჟენის „ჰომუნკულუსი," ოლეგ სენცოვის „კაი" და მარისია ნიკიტიუკის „ხეების დაცემისას."
ორი პროექტი მოლდოვადან: ოლგა კაზაკის „ეკლები და ვარდები" და პაველ ბრაილაანდის „სასკოლო უნიფორმა."
სემინარს ჩაატარებენ ტრენერები ევროპული სასემინარო პროგრამის MAIA -ს საორგანიზაციო ჯგუფიდან. (www.maiaworkshops.org)
MAIA Workshops-ს ევროკავშირის მასშტაბით მრავალწლიანი გამოცდილებაა აქვს მსგავსი სემინარებისა და ტრეინინგების ორგანიზება/წაყვანაში. ტრენერთა ჯგუფი ინდუსტრიის ისეთი მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტებისაგან შედგება, როგორიცაა ანტუან ლე ბო (საფრანგეთი) და გაბრიელ ბრუნერმაიერი (გერმანია).
„რეჟისორები საზღვრებს მიღმა" (DAB), „ისტერნ პარტნერშიპის" კულტურული პროგრამის ფარგლებში ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული და ხორციელდება GOLDEN APRICOT-ის კინოს განვითარების ფონდის მიერ სომხეთში, მისი ერთ-ერთი პარტნიორია კინოხელოვნების ცენტრი „პრომეთე."

მნახველთა რაოდენობა: 6566