პიჩინგ-ვორქშოფისთვის შერჩეული პროექტები (მოკლემეტრაჟიანი)
კინოფესტივალი მედიაში
2016-11-20

თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალის პიჩინგ-ვორქშოფში მონაწილე პროექტების ვინაობა უკვე ცნობილია.
2016 წლის 18 ოქტომბერს გამოცხადდა ღია კონკურსი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული კინოპროექტების პიჩინგ-ვორქშოფში მონაწილეობის მისაღებად. ცნობილი ბრიტანელი სც
ენარის რედაქტორის, კრისტიან რუთის მიერ შეირჩა 8 მოკლემეტრაჟიანი პროექტი:

 

  • "ვიზიტი" ( პროდიუსერი: ანი კაშია, რეჟისორი:რატი ავალიანი)
  • "სასტუმრო მირაჟი" (პროდიუსერი: ანი კაშია, რეჟისორი - გურამ ბაქრაძე)
  • "მარქსის ქუჩა 12" (პროდიუსერი: ირინე ჟორდანია, რეჟისორი: ირინე ჟორდანია)
  • "თვალდახუჭული" (პროდიუსერი: თამარ თვარაძე, რეჟისორი: აკაკი ჭირაქაძე)
  • "მოუსმინე სიცარიელეს" ( პროდიუსერი: ეკატერინე საჩიშვილი, რეჟისორი: ლიკა დაუშვილი)
  • "ცხოვრება" ( პროდიუსერი: თეიმურაზ ჩხვიმიანი, მარიამ ხაჭვანი, რეჟისორი: მარიამ ხაჭვანი)
  • "სელფი გაზქურასთან" (პროდიუსერი:თეკლე მაჭავარიანი, რეჟისორი: ირინე ჯავახიძე)
  • "მორჩილი"  (პროდიუსერი: ალექსანდრე შერვაშიძე, თეკლე მაჭავარიანი, რეჟისორი: ლუკა ბერაძე).

1 და 2 დეკემბერს შერჩეული პროექტების ავტორები გაივლიან ორდღიან ტრენინგს კრისტიან რუთის ხელმძღვანელობით, ხოლო 3 დეკემბერს გაიმართება ღია „პიჩინგ- ფორუმი", სადაც ქართველი რეჟისორებისა და პროდიუსერების პროექტებს შეაფასებს საერთაშორისო ჟიური.

  • ჟან პერე

  • ბარბარა ლორი

  • ჯულია სენკევიჩი

  • ნინო კირთაძე

  • შტეფან ადრიანი

პიჩინგ ფორუმის საპრიზო თანხა შეადგენს 3000 ლარს, რომელიც „ქართული ფილმის განვითარების ფონდმა" გამოყო.
ვორქშოფი გაიმართება 1-3დეკემბერს, თბილისის მე -17 საერთაშორისო კინოფესტივალის „ინდუსტრიული დღეების“ ფარგლებში.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ულოცავს შერჩეული კინოპროექტების ავტორებს და უსურვებს მათ წარმატებას.  

 

მნახველთა რაოდენობა: 1974