პიჩინგ-ვორქშოფისთვის შერჩეული პროექტები (სრულმეტრაჟიანი)
კინოფესტივალი მედიაში
2016-11-20

თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალის პიჩინგ-ვორქშოფში მონაწილე პროექტების ვინაობა უკვე ცნობილია.

როგორც მოგეხსენებათ, 2016 წლის 18 ოქტომბერს, გამოცხადდა ღია კონკურსი სრულმეტრაჟიანი მხატვრული კინოპროექტებისთვის „პიჩინგ-ვორქშოფში'' მონაწილეობის მისაღებად. ცნობილი ფრანგი სკრიპტ-დოქტორის, იზაბელ ფოველის მიერ შეირჩა 7 სრულმეტრაჟიანი კინოპროექტი:

 

  • "ხვედრი" ( პროდიუსერი: ლალი კიკნაველიძე, რეჟისორი: კოტე ჩლაიძე)
  • "სასაზღვრო თამაშები" (პროდიუსერი: თეკლა მაჭავარიანი, ალექსანდრე შერვაშიძე, რეჟისორი: ელენე მიქაბერიძე)
  • "ხალხის მტერი" (პროდიუსერი:გიორგი ვარსიმაშვილი, რეჟისორი: გიორგი ვარსიმაშვილი)
  • "სექტემბერი" (პროდიუსერი: თამთა გაბრიჩიძე, ანუნა ბუკია, რეჟისორი: თამთა გაბრიჩიძე)
  • "არმატურა" ( პროდიუსერი: ნოდარ ნოზაძე, რეჟისორი: ლაშა ცქვიტინიძე)
  • "ნახტომი" ( პროდიუსერი: ვაკო კირკიტაძე, რეჟისორი: ლევან სიხარულიძე)
  • "ზამთრის დეპრესია" (პროდიუსერი:ვაკო კირკიტაძე, რეჟისორი: თაზო ნარიმანიძე)

შერჩეული პროექტების ავტორები გაივლიან ორდღიან ტრენინგს იზაბელ ფოველის ხელმძღვანელობით, ხოლო 2 დეკემბერს გაიმართება ღია „პიჩინგ-ფორუმი", რომელზეც პროდიუსერები და რეჟისორები ფართო აუდიტორიის წინაშე წარადგენენ საკუთარ ნამუშევარს. პროექტებს შეაფასებს საერთაშორისო ჟიური ხუთი წევრის შემადგენლობით.

  • ჟან პერე

  • ბარბარა ლორეი

  • ჟოელ ლევი

  • კრისტიან რუთი

  • ნიკოს პანაიოტოპულოსი

პიჩინგ-ფორუმის საპრიზო ფონდი, რომელიც"ქართული ფილმის განვითარების ფონდმა" გამოყო, შეადგენს 5000 ლარს. 
"პიჩინგ-ვორქშოფი'' გაიმართება 30 ნოემბრიდან 2 დეკემბერის ჩათვლით თბილისის მე -17 საერთაშორისო კინოფესტივალის „ინდუსტრიული დღეების“ ფარგლებში.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ულოცავს შერჩეული პროექტების ავტორებს და უსურვებს მათ წარმატებას.  

მნახველთა რაოდენობა: 2170