გრანდ ვოიაჟი საქართველო 2015
კინოფესტივალი მედიაში
2016-11-23

თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარლებში გაიმართება შვეიცარიული კინოსკოლის, HEAD Genève - ის სტუდენტების გადაღებული 7 მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება.პროექტი გრანდ ვოიაჟი საქართველო, 2015 წელის ზაფხულში კახეთის რეგიონში განხორციელდა. პროექტს ცნობილი ქართველი კინოდოკუმენტალისტი, ნინო კირთაძე ხელმძღვანელობდა და მასში მონაწილეობას იღებდნენ, როგორც უცხოელი ისე ქართველი სტუდენტები. ფილმს წარადგენს HEAD Genève - ის კინოსკოლის ხელმძღვანელი ჟან პერე, ნინო კირთაძესთან ერთად

1.სამი მერცხალი 17 - ხორხე კადენა

სამი ამბავი, სამი სივრცე და რიტუალი. შეხვედრა, ზრუნვა, სიმარტოვე ... ყოველდღიურობა და ამ ყოველდღიურობაში ადგილის პოვნა ... როცა მერცხლები ისევ დაფრინავენ.

2.ღარიბი 10 - თომას რეიჩლენი და იულს კარენი

კომედიის მთავარი გმირი ფირო, ქურდი, მოძალადე კაცი, რომელიც სხვის ცოლთან იწვა, შემდეგ კაცი და სოფლის წისქვილში ყელი გამოჭრა. რას ფიქობს ხალხი მასზე და იმ ისტორიაზე, რომელიც მას გადახდა, არის თუ არა ფიროს ისტორია სიმართლე?

3. ბიჭების თამაში 7’ - ლუ დაჰლაბი და ჰანსემ კიმ

საქართველო, მაისი, 2015 წელი, კისისხევი. მარი განსხვავებულია, თამაშობს ფეხბურთს, დადის უბრალო შავი მაისურით და ჯინსით და ასევე აპირებს გამოსაშვებ საღამოზე წასვლას, მიუხედავდ იმისა, რომ სხვა გოგოები კაბეში იქნებიან გამოწყობილები.

4. ჯემალის განკურნება 14’ - ლაურა გაბაი

ზაზა ფარაში მოზრდილ ცხვარს არჩევს და მამამისის, ჯემალის სახელზე ეკლესიაში წირავს იმისთვის რომ განიკურნოს. ამასობაში ჯემალის ცოლი, სადილისთვის ემზადება და ხალხს ცხვრის ჩაქაფულზე პატიჟებს.

5. სხვები ჩვენს მაგივრად ფიქრობენ 14' - ანტონენ ივანიძე

უკვე დიდი ხნის იზოლაციაში მყოფი მეცხვარე, გვიყვება ისტორიას, საიდანაც ვიგებთ მის წარსულს და საქმიანობას.

6. ისინი ვინც ელოდებიან 16' - საიაკა მიზუნო, სამი პოლე - ვილა 

ანზორი ტაქსის მძღოლია, ის ყოველ დღე ჩადის ქალაქში და ელოდება კლიენტს, რომელიც ძალიან განსხვავებულია.

7. სილვერ სთოუნ სტალინი 23' - რობინ მონნეტი

იმისათვის, რომ სტალინის გამქრალი ბიუსტი საიდუმლო ამოხსნას, ადგილობრივი გამომძიებელი ანზორი ქუჩა-ქუჩა, ოჯახ-ოჯახ დადის და ცდილობს გაარკვიოს სად გაქრა სტალინის სპილენძის ბიუსტი.

ჩვენებებსა და დისკუსიას უმასპინძლებს კლუბი ფრონტლაინ ჯორჯია, 2 დეკემბერს საღამოს 19:00 საათზე

ფილმების განმეორებითი ჩვენება გაიმართება კინოთეატრ რუსთაველის მე-5 დარბაზში, 3 დეკემბერს, 14:00 საათზე

მისამართი: .ასათიანის ქუჩა #62

მნახველთა რაოდენობა: 1644