აპოლო - კინოს მეხსიერება
კინოფესტივალი მედიაში
2016-11-23

აპოლის სექციაში თავმოყრილია ოთხი იტალიური ფილმი, რომელთგან სამი აღიარებული კლასიკურინამუშევარია. იქიდან გამომინარე, რომ წლევანდელი ფესტივალის მთვარი თემა პოლიტიკაა, ამ სექციაშიც პოლიტიკური კონტექსტები მჭიდროდ აკავშირებს ოთხივე ფილმს ერთმანეთთან. ელიო პეტრი ფილმში ეჭვმიუტანელი მოქალაქის საქმის გამოძიება“ პოლიციური სტრუქტურის შიგნით არსებული კორუფციის შესახებ სატირულ სურათს ხატავს,  მთლიანობაში კი ჰქმნის პოლიტიკურ პარაბოლა, სადაც ადამიანსა და კანონს შორის არსებული მორალური ინტონაცია ფოკუსის მიღმაა დარჩენილი. ჯილო პონტეკორვო კი  2 საათის განმავლობაში ახდენს თავისუფლების ან უფრო სწორად თავისუფლებისკენ სწრაფვის შეუჩერებლი სურვილის მკაცრ რეგისტრაციას ფილმში „ბრძოლა ალჟირისთვის“, რომელშიც ალჟირელი ხალხის მრავალფეროვანი და ცოცხალი ქორეოგრაფიული ძალა ცდილობს თავი დააღწიოს ფრანგული კოლონიალიზმის მშრალ და თითქმის მკვდარ ჟესტებს. ფრანჩესკო როი ფილმში ''სალვატორე ჯულიანო“ სიცილიაში არსებულ იმ სოციო - პოლიტიკურ მოვლენებსა და ძალებზე რეფლექსირებს,რომლებმაც სიცილიის ფორმირება გამოიწვია. ფილმის მთავარი გმირი სალვატორე ჯულიანო, მთელი ფილმის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ჩნდება კადრში და ეს გამოჩენა მისი მკვდარი სხეულის ფიქსირებით ვლინდება.

დავიდე ფერარიო თავის დოკუმენტურ ფილმში პრიმო ლევის მოგზაურობა“ აღმოსავლეთ ევროპის გარშემო მოგზაურობის კვალდაკვალ ამ სივრცის სოციოლოგიურ კლიმატს გვიჩვენებს და ამავდროულად პრიმო ლევის 12 თვიან ტრანს-ნაციონალურ მოგზაურობაზე რეფლექსირებს, რომელიც აუშვიციდან დაიწყო და ტურინში დასრულდა. ამ მოგზაურობის დროს ლევი საკონცენტრაციო ბანაკებში ყოფნის დროს მიღებულ გამოცდილებაზე იწყებს წერას. ფილმი კარგად ასახავს აღმოსავლეთ ევროპის თანამედროვე პოლიტიკურ მდგომარეობას.აქვე აუცილელბად უნდა აღინიშნოს, რომ ოთხივე ფილმს შესავალს გაუკეთებს იტალიელი კინომცოდნე ჯოვანი სპანიოლეტი, „პრიმო ლევის მოგზაუორაბა“ კი  თავად ამ  ფილმის რეჟისორის დავიდე ფერარიოსა და ჯოვანის საუბარი გააფორმებს. 

მნახველთა რაოდენობა: 1620