ქასთინგ-ვორქშოფისთვის შერჩეული მონაწილეები
კინოფესტივალი მედიაში
2016-11-25

                            

თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალის ქასთინგ - ვორქშოფში მონაწილეთა ვინაობა უკვე ცნობილია.

2016 წლის 11 ოქტომბერს გამოცხადდა ღია კონკურსი ქასთინგ - ვორქშოფში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსის საფუძველზე მიღებული აპლიკაციებიდან შეირჩა 6 მონაწილე: 

 -      შორენა მაღრაძე (ქასთინგ-მენეჯერი)

-       თაკო ელიზარაშვილი ( ქასთინგ-მენეჯერი)

-       ბახვა ბრეგვაძე (მსახიობი)

-       ნინო გრძელიძე (მსახიობი)

-       ვერიკო კალანდია (მსახიობი)

-       მარიამ ქარქაშაძე (მსახიობი)

ვორქშოფი გაიმართება თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალის ,,ინდუსტრიული დღეების'' ფარგლებში. ვორქშოფისათვის თბილისში მოწვეული იქნება, რუსეთში მოღვაწე ქართველი ქასთინგ-მენეჯერი თამარა გოგიჩაიშვილი, რომელიც 30 ნოემბერს ჩაატარებს ერთდღიან ტრენინგს, ხოლო 1 დეკემბერს გაიმართება ვიდეო სინჯების (სავიზიტო ბარათები) ჩაწერა, კინოსტუდია ''მოსფილმისთვის''.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ულოცავს შერჩეულ მონაწილეებს

მნახველთა რაოდენობა: 2330