''ევროპული ფორუმი''
კინოფესტივალი მედიაში
2016-11-26

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ტრადიციული და ალბათ ყველაზე პოპულარული არასაკონკურსო სექცია,ევროპული ფორუმი" წლის ყველაზე გამორჩეულ, მრავალფეროვან და საინტერესო ნამუშევრებს აერთიანებს. სექციაში სულ თავმოყრილია 20 ევროპული ნამუშევარი. მათგან აღსანიშნავია კანის კინოფესტივალის გამარჯვებული ფილმი ,,მე, დენიელ ბლეიკი’’, ცნობილი რეჟისორის კენ ლოუჩის რეჟისორობით.  59 წლის დენიელ ბლეიკი მთელი ცხოვრება დურგლად მუშაობდა ნიუკასლში. ახლა, ცხოვრებაში პირველად, დახმარება დასჭირდა სახელმწიფოსგან. იგი მისი მარტოხელა ქეითის და მის ორ ახალგაზრდა შვილს - დეიზის და დილანს ხვდება. ქეითის, ლონდონის უსახლკაროთათვის განკუთვნილი ერთოთახიანი ჰოსტელიდან თავის დასაღწევად, ისღა დარჩენოდა, რომ 300 მილის მოშორებით, უცნობ ქალაქში საცხოვრებლად გადასვლაზე დათანხმებულიყო. თანამედროვე ბრიტანული ბიუროკრატიის მახეში აღმოჩენილი დენიელი და ქეითი ერთმანეთს ამ უკაცრიელ მხარეში ხვდებიან. აქ ისევ გაისმის ნაცნობი რიტორიკა, რომვინც არ მუშაობს, მას არც ჭამის უფლება არ აქვს“.

ავსტრიელი რეჟისორის ულრიხ ზაიდლის დოკუმენტური ნამუშევარი ,,საფარი’’ სინეფილებს შორის განსაკუთრებით აქტუალურია. აფრიკა, ველურ სივრცეები, სადაც ტყის ანტილოპები, იმპალები, ზებრები, გნუები და ათასობით სხვა არსებები სარჩოს ძიებაში არიან. გერმანელი და ავსტრიელი მონადირე ტურისტები მანქანით ბუჩქებით დაბურულ მხარეში გადაადგილდებიან, იცდიან, დასდევენ თავიანთ მსხვერპლს. ისინი ესვრიან მათ, მღელვარებისგან ქვითინებენ და მონადირებული ცხოველების ფონზე პოზირებენ. ეს არის ფილმი ცხოველებზე ნადირობის და ადამიანის ბუნების შესახებთავად ფილმის რეჟისორი არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. მისმა პირველმა სრულმეტრაჟიანმა მხატვრულმა ფილმმა ძაღლური დღეები, 2001 წლის ვენეციის კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა. მას მოჰყვა 2007 წელს გადაღებული იმპორტ-ექსპორტი'' და მრავალი პრიზის მფლობელი''სამოთხის ტრილოგია'' (2012), მასში შემავალი სამი ფილმის პრემიერა კანის, ვენეციის და ბერლინის კინოფესტივალების საკონკურსო ჩვენებებზე შედგა.

სექციიდან აღსანიშნავია, ბელგიელი რეჟისორი ძმების, ჟან-პიერ და ლუკ დარდენების ახალი ნამუშევარი ,,უცნობი გოგონა’’ - ახალგაზრდა პრაქტიკოსი ექიმი, ჟენი, თავს დამნაშავედ გრძნობს, რომ პრაქტიკის დროს, კარი არ გაუღო გოგონას, რომელიც მოგვიანებით მკვდარი იპოვეს. როდესაც პოლიციისგან შეიტყობს, რომ გოგონას ამოცნობას ვერ ახერხებენ, ჟენის მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებს: უნდა დაადგინოს გოგონას სახელი, რომ ის ანონიმურად არ დაკრძალონ და ისე არ გაქრეს, თითქოს ამქვეყნად არასოდეს უცხოვრია. (ფილმი ნომინირებული იყო კანის კინოფესტივალის საკონკურსო სექციაში)

მაყურებელს ასევე საშუალება ექნება ნახოს ცნობილი რუმინელი რეჟისორისა და სცენარისტის, კრისტიან მუნჯიუს ახალი ფილმი ,,ბოლო ზარი’’ . 49 წლის ექიმი რომეო ალდეა, რომელიც ტრანსილვანიის ერთ პატარა მთის ქალაქში ცხოვრობს, ქალიშვილს - ელიზას იმ იდეით ზრდიდა ზრდის, რომ ოდესღაც ის 18 წლის გახდებოდა, სასწავლებლად უცხოეთში წავიდოდა. მისი გეგმა ასრულებასთან ახლოა - ელიზა სტიპენდიას იღებს ბრიტანეთში ფსიქოლოგიური განათლების მისაღებად. უბრალოდ, მხოლოდ ბოლო გამოცდები-ღა დარჩა ჩასაბარებელი. ასეთი კარგი სტუდენტისთვის ეს რთული არ არის. პირველ წერით გამოცდამდე ერთი დღით ადრე, ერთი ინციდენტი ელიზას წასვლაში ხელს უშლის. ახლა რომეომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

კრისტიან მუნჯიუს მეორე სრულმეტრაჟიანმა ნამუშევარმა ‘’4 თვე, 3 კვირა და 2 დღე’’ (2007) კანის კინოფესტივალზე ოქროს პალმის რტო მოიპოვა. ის კანში 2009 წელს დაბრუნდა, როგორც პროდიუსერი, სცენარისტი და თანარეჟისორი კოლექტიური ნამუშევრითოქროს ხანის ზღაპრები“, 2012 წელს კი ფილმმა ,,გორაკებს მიღმა’’ ფესტივალის ორი ჯილდო მოიპოვა - საუკეთესო სცენარისთვის და საუკეთესო მსახიობი ქალისთვის.

ინგლისელი რეჟისორის, ჰიუ ჰადსონის 2016 წლის ნამუშევარი ,,ალტამირა'' ნტონიო ბანდერასის მონაწილეობით  მე-19 საუკუნეში გვაბრუნებს და იმ მამაკაცის შესახებ გვიყვება, რომელმაც ალტამირას გამოქვაბულები აღმოაჩინა. ცხრა წლის მარია საუტუოლა და მამამისი, მარსელინო, გამოქვაბულში გაქცეული ბიზონის სრულყოფილ ნახატს აღმოაჩენენ. მაგრამ მარიას ღვთისმოშიში დედა ვერ ეგუება იმ აზრს, რომ წინარეისტორიულ ხანაში „ველურებმა“ ასეთი საოცარი ხელოვნების ნიმუშები შექმნეს. კათოლიკური ეკლესია ამაში ბიბლიურ ჭეშმარიტებაზე შეტევად აღიქვამს. წინარეისტორიული ხანის მოწინავე მკვლევარი, კარტალიაკი, მარსელინოს და მის აღმოჩენას ყალბს უწოდებს. ოჯახი მძიმე მდგოამრეობაში აღმოჩნდება, ისინი იძულებულები არიან გამოქვაბულები დაკეტონ. თბილისის მე-17 კინოფესტივალს ესტუმრება ფილმის ავტორი ჰიუ ჰადსონი, რომელიც ჩაატარებს მასტერ-კლასს და ისაუბრებს თავისი შემოქმედების შესახებ.

 

ზემოთხსენებულის გარდა, სექციაში მაყურებელი ასევე იხილავს შემდეგ ფილმებს:

 

  •   ადგილობრივი დროით 28:94 - დავიდ საფარიანი
  •   სიყვარულის შემდეგ - იოაკიმ ლაფოსე
  •   ალბომი - მეჰმეთ ჯან მერთოღლუ
  •   ალოისი - ტობიას ნოლე
  •   ამამა - ასიერ ალტუნა
  •   უღმერთო  - რალიცა პეტროვა
  •   ბებო ცეკვავს მაგიდაზე  - ჰანა სკოლდი
  •   ეს არ არის ჩემი ცხოვრების საუკეთესო დრო - ჟაბოლჩ ჰაიდუ
  •   დამიხსენი - ფედერიკა დი ჯიაკომო
  •   გიჟივით - პაოლო ვირზი
  •   ტკბილი სიზმრები - მარკო ბელოკიო
  •   უბედნიერესი დღე ოლი მეკის ცხოვრებაში - იუჰო კუოსმანენი
  •   მკვლელი - კამრან შაჰმარდანი
  •   ორნითოლოგი - ჟოაო პედრო როდრიგესი
  •   მასწავლებელი - იან ჰრებეკი

 

 

 

 

 

მნახველთა რაოდენობა: 1293