თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალის პრეს-რელიზი
კინოფესტივალი მედიაში
2016-11-28

თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალის განსაკუთრებული სტუმარი ცნობილი გერმანელი რეჟისორი მარგარეტე ფონ ტროტა უკვე თბილისშია. თბილისის საერთაშორისო კინოფეტსივალის საპატიო პრომეთე წელს სწორედ ფონ ტროტას გადაეცემა. მისი ფილმის „როზა ლუქსემბურგის“ ჩვენებით კი დღეს, 28 ნოემბერს 19:00 საათზე კინოთეატრ „ამირანში“ თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალი ოფიციალურად გაიხსნება.

როგორც ყოველთვის, ფესტივალი წელსაც მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს თავის ერთგულ მაყურებელს, კინოს სფეროს პროფესიონალებს და დედაქალაქის უცხოელ სტუმრებს.

ტრადიციულად, ფესტივალზე დაწესებულია ორი ოფიციალური ჯილდო: ოქროს და ვერცხლის პრომეთე. კინოფესტივალის საერთაშორისო კონკურსში ევროპელი რეჟისორების 10 სადებიუტო ფილმი მონაწილეობს, წელს მათ შორის ორი ქართველი რეჟოსორის ფილმიცაა. თუ ვინ გახდება მათი მფლობელი, შაბათს, 3 დეკემბერს გაირკვევა.

საერთაშორისო კონკურსის ფილმებს შეაფასებს ჟიური ხუთი წევრის შემადგენლობით.  ჟიურის თავმჯდომარე ფრანგი მსახიობი ალექსანდრა სტიუარტია.  ჟიურის წევრები არიან იტალიელი რეჟისორი დავიდე ფერარიო, გერმანელი პროდიუსერი პეტერ რომელი, შვედი კინომცოდნე ევა გეიერსტამი და ქართველი კინოპროდიუსერი გია ბაზღაძე.

კინოფესტივალმა რამდენიმე წლის წინ საფუძველი ჩაუყარა ეროვნულ კონკურსს. წელსპრომეთეგაიცემა სამ ნომინაციაში - საუკეთესო ქართული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, საუკეთსო დოკუმენტური ფილმი და საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი. ეროვნული კონკურსის სპონსორი წელსაცპაშა ბანკია“. რაც შეეხება ჟიურის, მის მუდმივ წევრებთან, გერმანელ კინომცოდნე ერიკა და ულრიხ გრეგორებთან ერთად წელს ქართულ ფილმების შეაფასებენ ამერიკელი კინომცოდნეები ლიზა ნესელსონი და გლენ მირენი.

2016 წელი პოლიტიკის, პოლიტიკოსების და არჩევნების წელი იყო. შესაბამისად, ფესტივალის მთავარი თემაც პოლიტიკაა. ფილმების სექციას „ბიოს პოლიტიკოს“ წარმოგიდგენთ ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“.

გახსნის ცერემონიაზე ფესტივალის სტუმრებს სიტყვით მიმართავს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, ტრადიციულად, ფესტივალის მხარდამჭერები არიან. ფესტივალის გენერალური სპონსორიაჭარანეტი. ქართულ პანორამას წარმოადგენს „პაშა ბანკი“. პოლიტიკის სექციის მხარდამჭერია ფონდი ღია საზოგადოება საქართველო. ფესტივალის ოფიციალური მასპინძლია სასტუმრო „რუმს თბილისი“.  მედია პარტნიორები არიან ჟურნალი ინდიგო, არტარეა და რადიო ჯიპა.

 

 

მნახველთა რაოდენობა: 2180