თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნა!
კინოფესტივალი მედიაში
2016-11-28

დღეს კინოთეატრ ამირანში თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა. გახსნაზე სიტყვით გამოვიდა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის მერი დავით ნარმანია, გერმანიის ელჩი საქართველოში, გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი და კინოფესტივალის გენერალური დირექტორი გაგა ჩხეიძე.

კინოფესტივალის საპატიო სტუმარს მარგარეტე ფონ ტროტას გადაეცა ოქროს პრომეთე კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის.

გახსნის ცერემონიაზე მაყურებელმა მარგარეტე ფონ ტროტას ფილმი ,,როზა ლუქსემბურგი’’ ნახა.

სეანსის დასრულების შემდეგ კინოფესტივალმა ოფიციალური მიღება ‘’Rooms Hotel Tbilisi’’- ში გამართა. 

მნახველთა რაოდენობა: 1823