კინოფესტივალის მეორე დღე!
კინოფესტივალი მედიაში
2016-11-29

29 ნოემბერს, ფესტივალის ფარგლებში ორი ინდუსტრიული ღონისძიება ჩატარდა. პირველ გაბრიელე როთემაიერისა და პეტერ რომელის პრეზენტაცია, ევროპულ კინოფონდებთან ერთიერთობებს შეეხებოდა, 14:00 საათზე კი სასტუმრო ''Rooms''-მა ფრანჩესკა ბოკას მასტერკლასს უმასპინძლა, რომელმაც კინემატოგრაფში სეტ-დიზაინის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

კინოთეატრ რუსთაველში მაყურებელმა ავსტრიელი რეჟისორის ულრიხ ზაიდლის ახალი ნამუშევარი იხილა, კინოთეატრ ამირანში კი რამდენიმე ქართულ ნამუშევართან ერთად ნაჩვენები იყო  ფილმები კინოფესტივალის ყველა სექციიდან. ჩვენებების შემდეგ ფესტივალმა რეჟისორებსაც უმასპინძლა, რომლებმაც საკუთარი ნამუშევრების შესახებ ისაუბრეს. 

მნახველთა რაოდენობა: 899