კინოფესტივალის მესამე დღე!
კინოფესტივალი მედიაში
2016-11-30

დღეს კინოფესტივალის ღონისძიებები განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა. 10 საათიდან 6 საათამდე გოეთეს ინსტიტუტში გაიმართ სრულმეტრაჟიანი მხატვრული კინოპროექტების ,,ფიჩინგ-ვორქშოპი'', რომელსაც იზაბელ ფოველი უძღვებოდა. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა მხატვრული ფილმის სცენარის განვითარების ვორქშოპი, ნიკოს პანაიოტოპულოსის ხელმძღვანელობით ეროვნულ კინოცენტრში.

17:00 საათზე ქართველი აუდოტირია ცნობილი რეჟისორის ფრანსუა ტრიუფოს წიგნის პრეზენტაციას დაესწრო. პრეზენტაციაზე იმყოფებოდნენ წიგნის მთარგმნელი ნუცა-ალექსი მესხიშვილი და საფრანგეთში მოღვაწე კანადელი მსახიობი ალექსანდრა სტიუარტი, რომელმაც ტრიუფოს შემოქმედების შესახებ ისაუბრა. 

კინოთეატრ რუსთაველში პოლონური ფილმის ''სმოლენსკი'' ჩვენება გაიმართა, რომელსაც პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ

21:00 საათზე კი მაყურებელი ოსკაროსანი რეჟისორის, ჰიუ ჰადსონის ახალ ნამუშევარს ''ალტამირა'' დაესწრო. კინოსეანსის დასრულების შემდეგ, ფილმის ავტორთან კითხვა-პასუხის სესია გაიმართა.

მნახველთა რაოდენობა: 2774