საერთაშორისო კონკურსისთვის განაცხადების მიღება დაიწყო!
კინოფესტივალი მედიაში
2017-05-16

ჩვენმა ფესტივალმა საერთაშორისო კონკურსისთვის ფილმების განაცხადების მიღება დაიწყო.

საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ევროპელ რეჟისორებს 2017 წელს დამზადებული პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმით, რომელიც მანამდე არ უნდა იყოს ნაჩვენები საქართველოში.
მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ფესტივალის ვებ-გვერდზე განთავსებული განაცხადის შევსება და მასალის კინოხელოვნების ცენტრში „პრომეთე" გამოგზავნა. გამოსაგზავნი მასალისა და სხვა მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის დეტალურად გაცნობა ფესტივალის ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.

ფესტივალის საკონკურსო პროგრამას შეაფასებს 5 პროფესიონალისგან შემდგარი ჟიური, რომელთა ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი. საკონკურსო სექციისთვის დაწესებული ოფიციალური პრიზებია: „ოქროს პრომეთე" საუკეთესო ფილმისთვის და ვერცხლის პრომეთე „საუკეთესო რეჟისორისთვის". ასევე გაიცემა ჟიურის სპეციალური პრიზიც.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 10 სექტემბერი.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი 4-10 დეკემბერს გაიმართება.

 

 

მნახველთა რაოდენობა: 893