პიჩინგ ვორქშოფისთვის განაცხადების მიღება დაიწყო
კინოფესტივალი მედიაში
2017-10-31

თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი „პიჩინგ ვორქშოფისთვის" მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების პროექტების განაცხადების მიღებას იწყებს.

მოკლემეტრაჟიანი ფილმების „პიჩინგ ვორქშოფი" 5-7 დეკემბერს ჩატარდება და მას ბრიტანელი პროდიუსერი და ტრენერი კრისტიან რუთი გაუძღვება. სრულმეტრაჟიანი ფილმების „პიჩინგ ვორქშოფი" კი, მარჯორი ბენდეკის ხელმძღვანელობით 6-8 დეკემბერს გაიმართება.

ვორქშოფში მონაწილეობის მისაღებად საჭირო დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ აქ.

მნახველთა რაოდენობა: 1558