ვორქშოფი მსახიობებისთვის 04.12.2017 - 05.12.2017
კინოფესტივალი მედიაში
2017-11-01

თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი წარმოგიდგენთ ვორქშოფს მსახიობებისთვის, რომელსაც გაუძღვება მსახიობი და ტრენერი ივან შვედოვი.

მონაწილეობის მიღების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია გამოაგზავნოთ მისამართზე: opencall@tbilisifilmfestival.ge, 2017 წლის 20 ნოემბრის 18:00-მდე:

• მსახიობის მოკლე ბიოგრაფია/ფილმოგრაფია;
• 2 ფოტოსურათი;
• მსახიობის წინა ნამუშევარი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
• ვიდეო მასალა არაუმეტეს სამი წუთის ხანგრძლივობის, სადაც მსახიობები წარადგენენ საკუთარ თავს;
• მონოლოგი, ტექსტი, რომელზეც იმუშავებენ ვორქშოფზე (არაუმეტეს ნახევარი გვერდისა).

დამატებითი მოთხოვნები:
• ვორქშოფი ჩატარდება ინგლისურ ენაზე, შესაბამისად, მოთხოვნილი დოკუმენტები წარდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე;
• ვორქშოფში მონაწილეობა შეუძლიათ მსახიობებს 18 წლის ასაკიდან.

დამატებითი ინფორმაცია:
• ვორქშოფში მონაწილეობას მიიღებს 10-15 მონაწილე, რომელსაც შეარჩევს სპეციალური კომისია;
• შერჩეული მონაწილეების სია გამოქვეყნდება თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ვებ-გვერდზე არა უგვიანეს 2017 წლის 24 ნოემბრისა.

დოკუმენტაციის მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 17 ნოემბერი, 18:00 საათი.
opencall@tbilisifilmfestival.ge

 

მნახველთა რაოდენობა: 1271