შერჩეული პროექტები სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფიჩის ვორქშოფისთვის
კინოფესტივალი მედიაში
2017-11-27

თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი სრულმეტრაჟიანი მხატვრული პროექტების ფიჩის ვორქშოფში მონაწილეობისთვის შეირჩა შვიდი პროექტი.

კატარინენფელდი - რეჟისორი/სცენარისტი/პროდიუსერი: კოტე აბდუშელიშვილი

ნიავმა დაუბერა - საშუალო ასაკის ქალმა აბრეშუმის ყელსახვევზე გაიფიქრა. რეჟისორი/სცენარისტი/პროდიუსერი: ალექსანდრე კობერიძე

რეალური არსებები - რეჟისორი: ვახო ჯაჯანიძე, პროდიუსერი: კახა მაჭარაშვილი სცენარისტი: თეონა დოლენჯაშვილი, ვახო ჯაჯანიძე

როცა 16 წლის ხარ - რეჟისორი: გიორგი მუხაძე, პროდიუსერი: ნინო ჯინჭარაძე, ქეთი დანელია, სცენარისტი: გიორგი მუძაძე, მიშო ანთაძე

სამგლე - რეჟისორი/სცენარისტი: იოანე ფეზუაშვილი, პროდიუსერი: სტუდიო არტიზმი/ლაშა ხალვაში

უხერხემლო - რეჟისორი: გრიგოლ აბაშიძე, პროდიუსერი: სტუდიო არტიზმი/ლაშა ხალვაში, სცენარისტი: გრიგოლ აბაშიძე, ალექს ჩიღვინაძე

ხელოვანი და ანგელოზი - რეჟისორი: გიორგი ვარსიმაშვილი/ავთანდილ ვარსიმაშვილი. პროდიუსერი: გიორგი ვარსიმაშვილი, სცენარისტი: ავთანდილ ვარსიმაშვილი

 

ვორქშოფი გაიმართება 6 და 7 დეკემბერს ფრონტლაინ კლუბში (ლ. ასათიანის 62), ხოლო 8 დეკემბერს შედგება ფიჩინგ ფორუმი, რომლის დროსაც მონაწილეები წარადგენენ თავიანთ პროექტებს ჟიურის და აუდიტორიის წინაშე.

გამარჯვებულ პროექტს გადაეცემა ფულადი ჯილდო 5000 ლარი, რომელიც დააწესა "ქართული ფილმის განვითარების ფონდმა".

ფიჩინგ ფორუმზე დასწრება თავისუფალია.

 

 

 

 

მნახველთა რაოდენობა: 664