ინდუსტრიული დღეების პრეს-რელიზი
კინოფესტივალი მედიაში
2017-12-02

 

2-9 დეკემბრის ჩათვლით, ფესტივალის ინდუსტრიული დღეები შემოგთავაზებთ მრავალფეროვან პროგრამას თანამედროვე კინემატოგრაფიის აქტუალურ თემებზე.

წლევანდელ ფესტივალზე მასტერკლასებთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პიჩინგ ვორქშოპებს და ფორუმებს მოკლე და სრულმეტრაჟიანი პროექტებისთვის და პანელ-დისკუსიებს.

ქართველი რეჟისორებისა და პროდიუსერებისთვის გამართულ პიჩის ვორქშოპში მონაწილოებას მიიღეს 7 სრულმეტრაჟიანი და 9 მოკლემეტრაჟიანი განვითარების საფეხურზე მყოფი პროექტი, რომლებიც ორდღიანი ტრენინგის შემდეგ თავიანთ პროექტებს წარადგენენ ჟიურის წინაშე. გამარჯვებული პროექტებისთვის "ქართული ფილმის განვითარების ფონდის" მიერ გამოყოფილია საპრიზო ფონდი - 3000 ლარი მოკლემეტრაჟიანი და 5000 ლარი სრულმეტრაჟიანი პროექტისთვის.

შვედი კინოდოკუმენტალისტები, კარინ ეკბერგი და იოჰანა ბერნჰარდსონი, რომლებიც ძირითად აქცენტს ქალთა საკითხებს უთმობენ, იმუშავებენ ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ დოკუმენტალისტებთან ერთად. ვორქშოპი მიზნად ისახავს ქალი დოკუმენტალისტების გაძლიერებას და კინოდოკუმენტალისტიკის საშუალებით გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების გაზრდას.


ანიმაციის ვორქშოპს ჩაატარებს ფრანგი რეჟისორი ქლოე მაზლო, ხოლო ვორქშოპს მსახიობებისთვის გაუძღვება ივან შვედოვი.

მასტრკლასს ჩაატარებს ბრიტანელი პროდიუსერი რებეკა ო'ბრაინი, რომელიც ისაუბრებს თავის 30 წლიან სამუშაო გამოცილებაზე რეჟისორ კენ ლოუჩთან. მასტერკლასს რეჟისორებისთვის გაუძღვება კანადელი დენი კოტე, რომელიც არის წლევანდელი ფესტივალის "რეჟისორი ფოკუსში". მაყურებელს ასევე, საშუალება ექნება კითხვა-პასუხის რეჟიმში შეხვდეს ინგლისელ რეჟისორს უბერტო პაზოლინის და ევროპელ რეჟისორს და მწერალს ფრედ კელემენს.

ინდუსტრიული დღეების ფარგლებში გაიმართება პრეზენტაციები: შემოქმედებითი ევროპის საქართველოს დესკისა და შემოქმედებითი სომხეთის და კოტბუსის საერთაშორისო ფესტივალის ქართული სექციის შესახებ.

 

 

მნახველთა რაოდენობა: 571