მსახიობების ვორქშოპი
კინოფესტივალი მედიაში
2017-12-04

4-5 დეკემბერის ჩათვლით კლუბში „ფრონტლაინ ჯორჯია", ინდუსტრიული დღეების ფარგლებში იმართება ვორქშოფი მსახიობებისთვის, რომელსაც ივან შვედოვი უძღვება. 

ვორქშოპის მიზანია, დაეხმაროს ახალგაზრდა ტალანტებს, განავითარონ საკუთარი კარიერა მათი უნარ-ჩვევების გაღრმავებით სამსახიობო ხელოვნებაში. გამოცდილი მსახიობი ივან შვედოვი უხელმძღვანელებს ამ სასემინარო აქტივობას ქართველი მსახიობებისათვის.

ივან შვედოვი
მსახიობი, ტრენერი და კინორეჟისორი, დაიბადა 1969 წელს სანქტ-პეტერბურგში (რუსეთი). 1991 წელს დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო თეატრალური აკადემია, იმავე წელს შეასრულა თავისი პირველი მთავარი როლი ფილმში.
მონაწილეობდა 80-ზე მეტ ფილმში, მათ შორის ფილმებში: "‘Mission Impossible - Ghost Protocol" და "Stalingrad. Enemy at The Gates". მუშაობდა და თამაშობდა ისეთი მსახიობების და რეჟისორების გვერდით, როგორებიც არიან: მაიკლ ქეინი, ჟან-ჟაკ ონო, ჯუდ ლო, რეიჩელ ვაისი, სიუზან სარანდონი, მეთ დეიმონი, ტომ კრუზი, გარი ოლდმანი და სტივენ სპილბერგი. მიღებული აქვს რამდენიმე საერთაშორისო სამსახიობო ჯილდო, მათ შორის პრესტიჟული გერმანული ჯილდო - "Grimme-Preis".
2014 წლიდან არის ტრენერი. 2015 წლიდან ასწავლის სამსახიობო ხელოვნებას პრაღის კინოსკოლაში.

 

 

 

 

 

მნახველთა რაოდენობა: 501