ფესტივალი დაიწყო!
კინოფესტივალი მედიაში
2017-12-04

თბილისის მე-18 საერთაშორისო ფესტივალი დღეს გაიხსნა კინოთეატრ "ამირანში".

გახსნაზე სიტყვით გამოვიდა ფესტივალის გენერალური დირექტორი გაგა ჩხეიძე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და უნგრეთის კულტურის მინისტრი პიტერ ჰოპალი.

თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი უნგრელი რეჟისორის ილდიკო ენიედის ფილმით "სულისა და სხეულის შესახებ" (On Body and Soul) ჩვენებით გაიხსნა. სწორედ უნგრეთი არის ფესტივალის წლევანდელი "ქვეყანა ფოკუსში".

ფესტივალის საპატიო "ოქროს პრომეთე" გადაეცა კანადელ რეჟისორს დენი კოტეს, რომლის ფილმებიც წარმოდგენილია პროგრამაში "რეჟისორი ფოკუსში".

 

ფოტოგრაფები: ნინო კანკავა და ნინუცა მანდარია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მნახველთა რაოდენობა: 589