შეხვედრა კანადელ რეჟისორთან დენი კოტესთან
კინოფესტივალი მედიაში
2017-12-05

დღეს "ამირანში" გაიმართა სექციაში "რეჟისორი ფოკუსში" წარმოდგენილი, კანადელი კინემატოგრაფისტის დენი კოტეს ფილმის „კერლინგი" ჩვენება, რასაც რეჟისორთან კითხვა-პასუხის სესია მოჰყვა.

ფილმში მოქმედება საზოგადოებისგან შორს, მიყრუებული სოფლისპირას ვითარდება და ამბავი, მამისა და ქალიშვილის უჩვეულო პირად ცხოვრებაზე მოგვითხრობს. არაფრით გამორჩეული საქმიანობების შუალედში, ჟან-ფრანსუა ბლენი დიდ ენერგიას უთმობს ქალიშვილს, ჟიულივონს. მათი ურთიერთობის მყიფე წონასწორობას ერთი ძალიან საზარელი გარემოება დაარღვევს...


დენი კოტე, კანადური კინოს გამორჩეული სახეა. მისი ფილმები, მუდვიმად მოულოდნელობაში ამყოფებს მაყურებელს, რადგან არასდროს იცი, რას შემოგთავაზებს იგი. კოტეს ფილმები ნაჩვენები იყო ისეთ პრესტიჟულ კინოფესტივალებზე, როგორებიცაა ლოკარნო, ბერლინი და კანის.

თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნაზე კი, მას საპატიო "ოქროს პრომეთე" გადაეცა.

ფოტო: ნინო პაპუნიდი

 

მნახველთა რაოდენობა: 287