პრეზენტაცია რუმსში
კინოფესტივალი მედიაში
2017-12-05

თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალის ინდუსტრიული დღეეების ფარგლებში დღეს, სასტუმრო რუმსში გაიმართა პრეზენტაცია, რომელიც წარმოადგინა ორგანიზაციებმა "შემოქმედებითი ევროპა საქართველოს დესკი" და "შემოქმედებითი სომხეთი".

"შემოქმედებითი ევროპის საქართველოს დესკი" არის ევროკავშირის პროგრამის შემოქმედებითი ევროპის შესახებ ინფორმაციისა და რჩევების გამცემი ორგანიზაცია, რომელიც ქართული კულტურის, შემოქმედებითი და აუდიოვიზუალური სექტორების წარმომადგენლებს შემოქმედებითი ევროპის პროგრამის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ინფორმაციის მოპოვებაში ეხმარება. ევროკავშირის პროგრამა შემოქმედებითი ევროპა ევროპული კულტურის, შემოქმედებითი და აუდიოვიზუალური სექტორების მზარდაჭერას ისახავს მიზნად.

"შემოქმედებითი სომხეთი" არის ერევანში დაფუძნებული ინოვაციური ხელოვნების მხარდამჭერი ფონდი და საპროდიუსერო კომპანია. სომეხი ხელოვანების - მუსიკოს სერჟ ტანკიანის, მსახიობ არსინე ხანჯიანის და პროდიუსერ ერიკ ესრალიანის მიერ დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაცია მოღვაწეობს მსოფლიოს მასშტაბით შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებეული ადამიანების აღმოსაჩენად და მხარდასაჭერად.

 

 

 

მნახველთა რაოდენობა: 107