ლევან კოღუაშვილის ფილმის ჩვენება და შეხვედრა რეჟისორთან
კინოფესტივალი მედიაში
2017-12-06

გუშინ კინოთეატრ რუსთაველში გამართა ლევან კოღუაშვილის ფილმის "გოგიტას ახალი ცხოვრება" ჩვენება და შეხვედრა რეჟისორთან.

ხანგრძლივი პატიმრობის შემდეგ, თავის სოფელში დაბრუნებული გოგიტა, ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობს. მას ყველაზე მეტად ცოლის მოყვანა უნდა. მაგრამ ვინ ისურვებს ნასამართლევი, ღარიბი ფერმერის ცოლობას, რომელიც ისევ დედასთან ერთად ცხოვრობს? ის ინტერნეტით გაიცნობს მაკას, რომელიც არც ისე ახალგაზრდაა, არც ულამაზესია, მაგრამ ძალიან გემრიელ ნამცხვრებს აცხობს. ისე რომ ჯერ არც კი შეხვედრილან, ისინი დაქორწინებას გადაწყვეტენ.

ლევან კოღუაშვილმა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა. 1995-1999 წლებში რეჟისურას სწავლობდა მოსკოვის კინოინსტიტუტში (ვგიკი). 2007 წელს კი დაამთავრა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის კინოფაკულტეტის მიგისტრატურა. მის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმს "ქუჩის დღეები" საერთაშორისო წარმატება მოჰყვა. 2013-ში კოღუაშვილის "შემთხვევითი პაემნები" ტორონტოსა და ბერლინის კინოფესტივალებზე აჩვენებს. ფილმმა მთელს მსოფლიოში 20-მდე პრიზი მოიპოვა. დოკუმენტური ფილმი "გოგიტას ახალი ცხოვრება" იუმორისა და დრამის შესანიშნავი ნაზავია.

 

 

მნახველთა რაოდენობა: 198