შეხვედრა უბერტო პაზოლინისთან
კინოფესტივალი მედიაში
2017-12-06

გუშინ კინოს სახლში გაიმართა შეხვედრა იტალიელ რეჟისორთან და პროდიუსერთან უბერტო პაზოლინისთან. 

უბერტო პაზოლინი 1983 წლიდან მუშაობს ბრიტანეთის კინოინდუსტრიაში. 1993 წელს მან დააარსა საპროდიუსერო კომპანია "Redwave Films". მისი პირველი დამოუკიდებელი მხატვრული ფილმია Palookaville (1995), რის შემდეგაც იგი იყო მრავალი სხვა ფილმის პროდუსერი, მათ შორის The Full Monty (1997).

2008 წელს უბერტომ შრი-ლანკაზე გადაიღო სინჰალური ფილმი Machan(2009), რომლის თანაავტორი და პროდიუსერი თავად იყო. მისი, როგორც ავტორის, პროდიუსერის და რეჟისორის მეორე მხატვრული ფილმია Still Life(2015) ედი მარსანის მონაწილეობით. ორივე ფილმმა მრავალი საერთაშორისო ფესტივალის ჯილდო მოიპოვა.

 

 

მნახველთა რაოდენობა: 124