"ექიმ კალიგარის კაბინეტის" ჩვენება
კინოფესტივალი მედიაში
2017-12-06

გუშინ სამეფო უბნის თეატრში გაიხსნა სექცია "აპოლო - კინოს მეხსიერება" ფილმ "ექიმ კალიგარის კაბინეტი"-ს ჩვენებით, რომელსაც თან ახლდა ცოცხალი მუსიკა ჯაზ-ბენდ "KÜSPERT & KOLLEGEN" შესრულებით.


რობერტ ვინეს ამ ფილმით მსოფლიომ 1920 წელს პირველად ნახა ექსპრესიონიზმი დიდ ეკრანზე. ექსპრესიული მაკიაჟი, გამოკვეთილი, წვეტიანი ფორმები და დამახინჯებული სამყარო - ასეთია „ექიმ კალიგარის კაბინეტის" ვიზუალური სამყარო.


KÜSPERT & KOLLEGEN ჯაზის კამერული ანსამბლია, რომელიც უკვე რამოდენიმე წელია მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო და მუნჯი კინოს შედევრებს მუსიკალურად აფორმებს. მათი მსმენელი, ესაა თანამედროვე ჯაზის და მუნჯი კინოს მოყვარული მაყურებელი, „ჩვენ ყოველთვის პულსზე გვიდევს ხელი - ძალიან თანამედროვე და არაპროგნოზირებად, ტრადიციული მუნჯი კინოს მუსიკისგან განსხვავებულ მუსიკას ვქმნით" - ამბობს გიტარისტი და კომპოზიტორი ვერნერ კიუსპერტი.

მნახველთა რაოდენობა: 157