შეხვედრა ანდრეა პალაოროსთან
კინოფესტივალი მედიაში
2017-12-06

გუშინ, კინოთეატრ ამირანში რეჟისორ ანდრეა პალაოროს ფილმის "ჰანა"-ს ჩვენების შემდეგ, გაიმართა შეხვედრა რეჟისორთან.

„ჰანა" სიღრმისეული პორტრეტია ქალის, რომელმაც იდენტობა დაკარგა, ვინაიდან უარყოფასა და სინამდვილეს შორის ირყევა. ქმრის დაპატიმრების შემდეგ მარტო დარჩენილი ჰანა ცდილობს შეებრძოლოს ბედს და სწორედ მაშინ ვლინდება მისი პიროვნება. მის დამსხვრეულ იდენტობასა და თვითკონტროლის დაკარგვაზე დაკვირვების შედეგად, ფილმი თანამედროვე სამყაროში გაუცხოების, კავშირის ძიების და თვითიდენტობას, პიროვნულ ურთიერთობებსა და საზოგადოების მხრიდან ზეწოლას შორის ზღვარის შესახებ გვიამბობს.

ანდრეა პალაორო დაიბადა 1982 წელს, ტრენტოში (იტალია). მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი კინორეჟისურაში კალიფორნიის ხელოვნების ინსტიტუტისგან და ბაკალავრის ხარისხი - ჰემფშირის კოლეჯისგან. მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის „მედეასის" (2013) პრემიერა ვენეციის 70-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა და რამდენიმე ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის საუკეთესო რეჟისურის ნომინაციაში - მარაკეშის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სერგო ფარაჯანოვის სახელობის ჯილდო გამორჩეული პოეტური ხედვისთვის - თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე.

 

მნახველთა რაოდენობა: 115