შეხვედრა გერმანელ კინოექსპერტებთან, ერიკა და ულრიხ გრეგორებთან
კინოფესტივალი მედიაში
2017-12-07

გუშინ, გაიმართა შეხვედრა გერმანელ კინოექსპერტებთან, ერიკა და ულრიხ გრეგორებთან, რომლებმაც ისაუბრეს კინოფესტივალის გერმანულ პროგრამაზე, ძველ და ახალ გერმანულ კინოზე, თავიანთ ურთიერთობაზე მსოფლიო კინოს კორიფეებთან. საუბარს უძღვებოდა კინოფესტივალის დირექტორი, გაგა ჩხეიძე.


ერიკა და ულრიხ გრეგორები არიან "არსენალის" კინოინსტიტუტისა და კინოთეატრის დამფუძნებლები, ასევე ბერლინალეს არასაკონკურსო პროგრამის, „ახალი კინოს ფორუმის" დამფუძნებლები. ისინი დაჯილდოვებული არიან ბერლინალეს ოქროს კამერით და ევროპული კინოაკადემიის პრიზით მსოფლიო კინოში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.


ფოტო: ნინო კანკავა

 

მნახველთა რაოდენობა: 119