Q&A რეჟისორ ფრანსუა ჟაკობთან
კინოფესტივალი მედიაში
2017-12-07

6 დეკემბერს გაიმართა "ნიკელისა და ყინულის მთვარე"-ის ჩვენება და Q&A ფილმის რეჟისორთან.

არქტიკული ციმბირის შუაგულში არსებული მაღაროელთა ქალაქი ნორილსკი ქარის კედლებს მიღმაა და მისი ქარხნების გამონაბოლქვსა და გოგირდშია ჩაძირული. თუკი თინეიჯერები ამ გათოშილი ქალაქიდან გაქცევაზე ოცნებობენ და ნიკელის მაღაროს მუშები დანგრეული საბჭოთა კავშირის ამხანაგობას ნატრობენ, გულაგის ტყვეთა შთამომავლები და თეატრის მსახიობები ცდილობენ, ნათელი მოფინონ ყინულისა და ცენზურის საფარქვეშ დამარხულ ნორილსკის შავბნელ წარსულს.

 

ფრანსუა ჟაკობი თვითნასწავლი რეჟისორია, რომელსაც ძირითადად მოკლემეტრაჟიანი ფილმები აქვს გადაღებული. მის ადრეულ ნამუშევრებს შორის საგულისხმოა: „მომღერალი მომავალი" (2014), „მზე" (2010) და „მატარებლის ბოლო" (2008). „ნიკელის მთვარის ქვეშ" მისი პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ნამუშებარია. ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს მონრეალში.

ფოტო: ნინო პაპუნიდი

 

მნახველთა რაოდენობა: 106