"ნოსფერატუს" ჩვენება ცოცხალი მუსიკით
კინოფესტივალი მედიაში
2017-12-07

6 დეკემბერს კინოთეატრ „ამირანში" 21:00-ზე გაიმართა ფრიდრიჰ ვილჰელმ მურნაუს ფილმის „ნოსფერატუს" („Nosferatu") ჩვენება. ეს ფილმი, მურნაუს ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ნამუშევარია, რომელიც მან 1922 წელს, ბრემ სტოკერის „დრაკულას" მიხედვით გადაიღო. სეანსმა ჯაზ-ბენდის KÜSPERT & KOLLEGEN მუსიკალური გაფორმებით ჩაიარა.

KÜSPERT & KOLLEGEN ჯაზის კამერული ანსამბლია, რომელიც უკვე რამოდენიმე წელია მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო და მუნჯი კინოს შედევრებს მუსიკალურად აფორმებს. მათი მსმენელი, ესაა თანამედროვე ჯაზის და მუნჯი კინოს მოყვარული მაყურებელი, „ჩვენ ყოველთვის პულსზე გვიდევს ხელი - ძალიან თანამედროვე და არაპროგნოზირებად, ტრადიციული მუნჯი კინოს მუსიკისგან განსხვავებულ მუსიკას ვქმნით" - ამბობს გიტარისტი და კომპოზიტორი ვერნერ კიუსპერტი.

ვერნერ კიუსპერტი მუშაობდა ფილმებზე და სატელევიზიო სპექტაკლებზე. თუმცა 2016 წელს სცენას დაბრუნდა და დღეს, მისი ანსამბლი KÜSPERT & KOLLEGEN ჯაზისა და მუნჯი კინოს სინთეზს, მაღალ საშემსრულებლო დონეზე ახორციელებს.

ფოტო: ნინუცა მანდარია

 

მნახველთა რაოდენობა: 121