ელენე ნავერიანის ფილმის პრემიერა
კინოფესტივალი მედიაში
2017-12-08

გუშინ "ქართული პანორამის" სექციაში ნაჩვენები იყო ქართული პრემიერა - ელენე ნავერიანის ფილმი "მე მზის წვეთი ვარ დედამიწაზე". ფილმის გმირი ახალგაზრდა ქალი, სახელად აპრილი, თბილისის ღამის კლუბში მუშაობს. იქ ხვდება ნიგერიელ ბიჭს, დიჯეის, რომელიც ამერიკის ჯორჯიის ნაცვლად, შეცდომით საქართველოში აღმოჩნდა.


ელენე ნავერიანი დაიბადა თბილისში. 2008-2011 წლებში სწავლობდა ჟენევის (შვეიცარია) კინოსკოლაში. მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის „მე მზის წვეთი ვარ დედამიწაზე" პრემიერა როტერდამში შედგა. ფილმმა, პორტუს მე-3 საერთაშორისო ქვიარ კინოფესტივალზე „საუკეთესო ფილმის" ნომინაციაში გაიმარჯვა.


ფოტო: ნინუცა მანდარია

 

 

მნახველთა რაოდენობა: 155