მასტერკლასი პროდიუსინგში
კინოფესტივალი მედიაში
2017-12-08

7 დეკემბერს, ინდუსტრიული დღეების ფარგლებში გაიმართა რებეკა ო'ბრაიენის მასტერკლასი.

ბრიტანელი დამოუკიდებელი პროდიუსერი რებეკა ო 'ბრაიენი საუბრობდა თავისი მოგზაურობის შესახებ კინოს სამყაროში; მისი ოცდაათწლიანი თანამშრომლობის შესახებ კენ ლოუჩთან და მწერალ პოლ ლავერტისთან, ცენზურიდან ოქროს პალმამდე; აღწერდა მის თავგადასავლებს მისტერ ბინთან და სტივენ ფრირზთან.

შეხვედრას მოდერაცია გაუწია დავით ლობჟანიძემ.

რებეკა ო 'ბრაიენი ოცდაათი წელია დამოუკიდებელი კინოპროდიუსერად მუშაობს ბრიტანულ კომპანიაში Sixteen Films, კენ ლოუჩთან და პოლ ლავერტისთან ერთად.

მან, როგორც პროდიუსერმა, იმუშავა კენ ლოუჩის 16 ფილმზე, მათ შორის "Land and Freedom" (1995 წლის საუკეთესო ფილმი EFA), "My Name is Joe" და "Looking for Eric". 2006 წელს გადაღებულმა "The Wind that Shakes the Barley" კანში ოქროს პალმა აიღო. "ანგელოზის წილი" 2012 წელს კანის ჟიურის პრიზის მფლობელი გახდა. მათმა ბოლო ერთობლივმა ნამუშავევარმა "მე, დენიელ ბლეიკი" გახსნა კანის კინოფესტივალი გასულ წელს და გუნდმა მეორე ოქროს პალმა მოიგო.

იგი ამჟამად ბრიტანეთის მწარმოებელთა ორგანიზაციის PACT, ევროპის კინოს აკადემიის და ბრიტანეთის ეკრანის საკონსულტაციო საბჭოს წევრია.

 

ფოტო: თეონა მესტუმრე

 

მნახველთა რაოდენობა: 806