Q&A მსახიობ სტეფან რიდოსთან
კინოფესტივალი მედიაში
2017-12-08

7 დეკემბერს 21:00 საათზე, კინოთეატრ ამირანის მე-3 დარბაზში გაიმართა ანდრე ტეშინეს ფილმის "შორს" ჩვენება. ფილმი წარადგინდა მსახიობმა სტეფან რიდომ, რომელიც ასევე თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი საკონკურსო ჟიურის წევრია.

სტეფან რიდო ფრანგი მსახიობია. თუმცა კინომდე, რიდოს სპორტული კარიერა ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ 1992 წელს, რაგბის მატჩის დროს, ის შემთხვევით, ცნობილმა რეჟისორმა ანდრე ტეშინემ აღმოაჩინა და ფილმ „ველურ ლერწამში" როლზე მიიწვია. ფილმი კინოაკადემიის დაჯილდოების 67-ე ცერემონიალზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების ნომინაციისთვის შეარჩიეს. 1995 წელს კი "სეზარი" დაიმსახურა, როგორც საუკეთესო ფილმმა. 1994 წელს სტეფან რიდომ მონაწილეობა მიიღო ისეთ აღიარებულ ფილმებში, როგორიცაა: „ვირთხის სორო", (რეჟისორი ფრანსუა ოზონო), „სრული სვლა" (რეჟისორი გაელ მორელი). მოგვიანებით მან გეი თინეიჯერის როლი შეასრულა სებასტიენ ლიფშიცის ფილმში „დაღუპვა". ის ასევე მონაწილეობდა ფილმებში: „შორს", „ჟულიეტის მუცელი", „კლანი" და „ელენას საჩუქარი".

ფილმში "შორს" მოქმედება ვითარდება ტანჟერში, სამი დღის განმავლობაში და მოგვითხრობს სამი ახალგაზრდა მეგობრის ამბავს, რომლებიც კრიტიკულ გადაწყვეტილებას იღებენ თავიანთი გაურკვეველი მომავლის შესახებ.

ფოტო: ნინო კანკავა

 

 

მნახველთა რაოდენობა: 167