ფილმის "მოქალაქე" ჩვენება და შეხვედრა რეჟისორთან
კინოფესტივალი მედიაში
2017-12-08

7 დეკემბერს 21:00-ზე კინო რუსთაველის მე-5 დარბაზში გაიმართა ფილმის "მოქალაქე " ჩვენება და შეხვედრა რეჟისორთან როლანდ ვრანიკთან.

როლანდ ვრანიკს გადაღებული აქვს დაახლოებით 30 სარეკლამო რგოლი და მუსიკალური ვიდეო, სანამ თავის სადებიუტო სრულმეტრაჟიან ფილმს „შავი ფუნჯი" დაასრულებდა. მისმა პირველმა ფილმმა უნგრული კინოს კვირეულზე საუკეთესო ფილმის, საუკეთესო ოპერატორის და საუკეთესო პროდიუსერისთვის განკუთვნილი ფილმები მიიღო.

ფილმი „მოქალაქე" მოგვითხრობს ინტეგრაციასთან დაკავშირებული სირთულეების შესახებ, სიყვარულისა და დევნილობის პირობებში. ფილმი, მინიმალისტურად, წარმოგვიდგენს თანამედროვე ბუდაპეშტში მცხოვრები სამი ადამიანის დრამას და კონცენტრირებულია ამბავსა და მსახიობებზე.

 

 

მნახველთა რაოდენობა: 1549